"უორიორზი" იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვისთვის. მომავალ სეზონში, ლის კონტრაქტის მიხედვით 15.4 მილიონი დოლარი ეკუთვნოდა, რაც შეეხება 2015-16 წლებში უოლასის ხელფასს, ის 10 მილიონ დოლარს უტოლდება.
ლიმ, რომელიც ამ ზაფხულს "ბოსტონის" მეორე ახალწვეული გახდა, გასულ სეზონში 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა და
- "მინესოტა ტიმბერვულვზი" მოელაპარაკა ფორვარდ კევინ გარნეტს კონტრაქტის კიდევ ორი წლით გახანგრძლივებაზე. 39 წლის ვეტერანის ხელფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ გარნეტი ამა წლის თებერვალში დაბრუნდა "მინესოტაში", როცა ამ კლუბმა გაცვლა განახორციელა "ბრუკლინთან". თუმცა "მგლებში" გადასვლის შემდეგ, კევინმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 7.6 ქულითა და 5.2 მოხსნით დაეხმარა გუნდს. უფრო ადრე გარნეტი კარიერის დასრულებას აპირებდა, მაგრამ თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა.
- ცენტრი ჯეისონ სმიტი "ორლანდოს" მოთამაშე გახდა. ამის შესახებ თავად კალათბურთელმა დაწერა საკუთარ "ტვიტერზე". კონტრაქტი ერთწლიანია, ხოლო 29 წლის ამერიკელის ხელფასი 4.5 მილიონი იქნება.
გასულ სეზონში სმიტი "ნიუ იორკ ნიქსში" თამაშობდა და საშუალოდ 8.0 ქულასა და 4.0 მოხსნას აგროვებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"