მაიკლ ჯორდანი FIBA-მ დააფასა

AutoSharing Option
ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელს, მაიკლ ჯორდანს FIBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანენ.

"ჩიკაგო ბულზის" ლეგენდის გარდა, ამგვარი პატივი წილად ხვდათ ფრანგ ანტუან რიგოდოს, ლიტველ შარუნას მარჩიულიონისს, კუბელ რუპერტო ერერა ტაბიოს, ამერიკელ ენ დონოვანსა და სსრკ-ის ნაკრების ყოფილ ცენტრს, ვლადიმირ ტკაჩენკოს.

"საქმე გვაქვს დიად მოთამაშეებთან და პიროვნებებთან, რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს საკალათბურთო მოედანზე და მის მიღმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ხასიათი და მონდომება ეხმარება კალათბურთის პოპულარიზაციას სპორტულ სამყაროში. ჩვენთვის დიდი პატივია მათი შეყვანა FIBA-ს დიდების დარბაზში", - ამბობს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ორასიო მურატორე.

დიდების დარბაზში ახალი წევრების მიღების საზეიმო ცერემონია 20 სექტემბერს, საფრანგეთში, 2015 წლის ევრობასკეტის ფინალური მატჩის შესვენებაზე გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული