ფილ ჯექსონი: კობის ხანდახან ვეზიზღებოდი

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსის" პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა ჟურნალისტებს "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" მუშაობისას კობი ბრაიანტთან ურთიერთობების შესახებ მოუყვა.

"საკმაოდ ხშირად ვგრძნობდი მისი მხრიდან ზიზღს. დარწმუნებული ვარ, ძალიან აღშფოთდებოდა იმის გამო, როცა ჩემს წიგნში დავწერე, რომ შეუძლებელია მისი გაწვრთნა. ჩვენ ხშირად გვქონდა დაძაბული ურთიერთობა. მას მეტი თავისუფლება სჭირდებოდა, მე კი დისციპლინას ვითხოვდი. ეს ნორმალური საბაბია მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის კონფლიქტისთვის.

მაგრამ, როცა "ლეიკერსში" დავბრუნდი, მე და კობიმ მოვაგვარეთ ეს პრობლემა და ერთად კიდევ ორი ტიტული მოვიგეთ. ნებ
ისმიერ შემთხვევაში, კობის მართლაც დიად მოთამაშედ მივიჩნევ. ის ჭკვიანი ბიჭი და შესანიშნავი ადამიანია", - ამბობს ჯექსონი ESPN-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული