ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ დაზარალებულს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა დერიკ როუზთან 2011-13 წლების პერიოდში. კალათბურთელმა არაერთხელ შესთავაზა ქალს თავის მეგობრებთან სექსი, რაზეც ყოველთვის უარი მიიღო.
საბოლოოდ, დაზარალებულის თქმით, 2013 წლის აგვისტოში, როუზმა და მისმა ორმა მეგობარმა გოგონა კალათბურთელის სახლში დაპატიჟეს, სადაც ჯგუფურ გაუპატიურებას ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც გოგონას სასმელში ნარკოტიკი გაურიეს. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ახსოვს იმ ღამის ფრაგმენტები და დარწმუნებულია მომხდარში.
ძალადობის მსხვერპლი
სარჩელის თანხის ოდენობა უცნობია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"