NBA: დერიკ როუზის დაბრუნება კვლავ საეჭვოა

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელი დერიკ როუზი, რომელსაც საწვრთნელი ბანაკის პირველივე დღეს თვალის არეში ძვალი გაუტყდა, შესაძლოა, ადრე დათქმულ ვადაზე გვიან დაბრუნდეს მოედანზე.

ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ოპერაციიდან ორი კვირის თავზე, კერძოდ კი 14 ოქტომბერს, როუზი შეძლებდა ვარჯიშების განახლებას, მაგრამ თვალის არეში ჰემატომა არ გაიწოვა, ამიტომაც, როუზის გუნდთან შეერთდება დაგვიანდება, - წერს საკუთარ "ტვიტერზე" ამერიკელი ჟურნალისტი კეი სი ჯონსონი.

* * *
"კლივლენდ კავალიერზის" მძიმე ფორვარდი კევინ ლავი, სავარაუდოდ, მოედანზე 15 ოქტომბერს დაბრუნდება, როცა მისი გუნდი წინსასეზონო მატჩში "ინდიანა პეისერსს" შეხვდება. გუშინ, კალათბურთელმა
უკვე მიიღო მონაწილეობა ხუთი ხუთზე ვარჯიშში, - იტყობინება ESPN-ის კორესპონდენტი დეივ მაკმენამინი.

ლავი ასრულებს აღდგენას ტრავმირებული მხარზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ის რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული