როგორც გაზეთი "ლოს ანჯელეს თაიმსი" წერს, ოდომი ბორდელში ჯერ კიდევ შაბათს მივიდა და გამოაცხადა - "მინდა ყველას დავემალო და ბოლომდე გავერთო". ამის შემდეგ, მან კონიაკი შეუკვეთა.
სამშაბათს, დღის სამ საათზე, 35 წლის ოდომი თავის ოთახში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. კონიაკის ბოთლის მესამედი ხელუხლებელი იყო. როგორც ბორდელის მფლობელმა განაცხადა, მას ცხვირიდან და პირიდან "რაღაც საზიზღარი სითხე" სდიოდა. თანამშ
ოდომი სასწრაფოდ გადაიყვანეს ლას ვეგასის კლინიკაში. პოლიციამ კი გამოძიება დაიწყო, თუმცა მომხდარის მიზეზებზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ოდომი კომაში ჩავარდა. მას რამდენჯერმე გული გაუჩერდა, აგრეთვე სერიოზული პრობლემები აქვს თირკმელებთან და ფილტვებთან დაკავშირებით.
კალათბურთელის ყოფილი მეუღლე ჰლოი კარდაშიანი მაშინვე ლას ვეგასში გაფრინდა, როგორც კი მომხდარის შესახებ შეიტყო. ოდომი და კარდაშიანი ოთხწლიანი ქორწინების შემდეგ, 2013 წლის დეკემბერში დაშორდნენ ერთმანეთს. ოდომი ასევე მოინახულა საავადმყოფოში "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა.
ლამარ ოდომმა 14 სეზონი ითამაშა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. 2010 წელს, ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა აშშ-ის ნაკრების რიგებში, ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"