შარშან, ეს კალათბურთელი დურანტის არყოფნაში ფანტასტიკურ თამაშს აჩვენებდა და სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზის რეალური პრეტენდენტი იყო. და ამჯერადაც გაიბრწყინა. მატჩის ბოლოს, გამთამაშებელმა შთამბეჭდავი სტატისტიკა შეაგროვა - 22 ქულა, 11 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი. ეს უესტბრუკის პირველი სამმაგი დუბლია სეზონში. საინტერესოა, რომ ამისთვის რასელს მხოლოდ 28 წუთი სათამაშო
რაც შეეხება "ვაშინგტონს", მან ზედიზედ მესამე მატჩი წააგო მინიმუმ 15-ქულიანი სხვაობით. ბოლოს ასეთი რამ კლუბის ისტორიაში 2011 წლის მარტში მოხდა.
* * *
"მინესოტას" დებიუტანტმა ცენტრმა კარლ-ენტონი თაუნსმა 19 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა "შარლოტის" წინააღმდეგ. შესაბამისად, 2015 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა მეხუთე ორმაგი დუბლი შეასრულა პირველ შვიდ მატჩში.
ის გახდა მეოთხე მოთამაშე ბოლო 30 წელიწადში, ვინც ამგვარი მიღწევა დააფიქსირა. მანამდე ეს გააკეთეს შაკილ ო'ნილმა, დიკემბე მუტომბომ და დევიდ რობინსონმა.
"მინესოტას" ენდრიუ უიგინსის გარეშე მოუწია თამაში და დათმო შეხვედრა - 95:104.
* * *
"იუტა ჯაზზე" გამარჯვება მეშვიდე იყო პირველ რვა მატჩში "კლივლენდისთვის". ასე რომ, გუნდმა 1988-89 წლების სეზონის შემდეგ, საუკეთესო სტარტი აჩვენა. გასულ სეზონში, "კლივლენდს" რვა მატჩის შემდეგ ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული.
გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ თავს მეფური საჩუქარი გაუკეთა - 21 მილიონად შეიძინა სახლი ლოს ანჯელესში.
ციფრები
- ცხრა წლის წინ, "ვაშინგტონმა" ერთი ტაიმი შეცდომის გარეშე ჩაატარა. ასეთი შედეგი იქნა მიღწეული გუშინ, "ოკლაჰომა-სიტისთან" მატჩში.- 23-თვიანი პაუზის შემდეგ, მეტა უორლდ პისი პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში.
- სეზონის პირველ რვა მატჩში, "ტორონტოს" ფორვარდი დემარ დეროზანი 15 ან მეტ ქულას აგროვებს. ბოლოს კანადურ კლუბში ასეთი სერია 2009-10 წლების სეზონში კრის ბოშს ჰქონდა.
- მიმდინარე რეგულარულში მხოლოდ ორ გუნდს არ აქვს მოგება - "ბრუკლინს" და "ფილადელფიას".
კლივლენდი-იუტა 118:114
27:22, 25:26, 28:32, 38:34
კ: ჯეიმსი (31+7 მოხსნა+8 პასი), მო უილიამსი (29+6 პასი), ლავი (22+8 მოხსნა).
ი: ბერკსი (24), ჰეივორდი (17), ფეივორსი (17+9 მოხსნა), ჰუდი (16), ბერკი (16), გობერი (15+7 მოხსნა).
ვაშინგტონი-ოკლაჰომა 101:125
23:37, 27:31, 21:29, 30:28
ვ: გორტატი (15), ნილი (14), პორტერი (14), სეშენსი (15), უბრე (11).
ო: უეიტერსი (25), იბაკა (23), უესტბრუკი (22+11 მოხსნა+11 პასი), დურანტი (14+10 მოხსნა).
მაიამი-ლეიკერსი 101:88
29:23, 21:26, 25:17, 26:22
მ: ბოში (30+11 მოხსნა), უაიტსაიდი (19+15 მოხსნა), დენგი (14), უეიდი (12+6 პასი).
ლ: იანგი (17), უილიამსი (14), უორლდ პისი (14), კლარკსონი (12).
ტორონტო-ნიუ იორკი 109:111
17:24, 35:36, 33:25, 24:26
ტ: დეროზანი (29), ლოური (23+7 მოხსნა+9 პასი), ვალანჩუნასი (16+9 მოხსნა), ჯოზეფი (12+8 პასი), სკოლა (11+7 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (25), ტომასი (17), ჰელოუეი (15), ლოპესი (12+8 მოხსნა+4 დაფარება).
მილუოკი-ბოსტონი 83:99
24:24, 18:22, 17:30, 24:23
მ: მონრო (17+14 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (16), მიდლტონი (13), ბეილესი (12).
ბ: ტომასი (20), ტერნერი (13+6 პასი), ლი (13), კრაუდერი (12), სალინჯერი (11+10 მოხსნა), ოლინიკი (11).
მინესოტა-შარლოტი 95:104
31:32, 28:31, 21:22, 15:19
მ: ლავინი (20+8 პასი), თაუნსი (19+13 მოხსნა), მარტინი (18), ბიელიცა (13+7 მოხსნა), პეინი (10).
შ: ლინი (19), ლემბი (18), ბატუმი (17), ზელერი (14), უოკერი (10+6 პასი), მარვ. უილიამსი (7+10 მოხსნა).
ნიუ ორლეანი-დალასი 120:105
29:22, 29:18, 36:35, 26:30
ნ-ო: ანდერსონი (25+11 მოხსნა), სმიტი (17+12 პასი), დაგლასი (17), გორდონი (17), დევისი (17+7 მოხსნა), ჰოლიდეი (10).
დ: ნოვიცკი (18), ვილანუევა (15+9 მოხსნა), ფაჩულია (12), ანდერსონი (11), ბარეა (10), პაუელი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"