ლამარ ოდომი მეგობრებს ვერ ცნობს

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონის ლამარ ოდომის ჯანმრთელობის მდგომარეობაში განსაკუთრებული პროგრესი არ შეინიშნება.

ყოფილ კალათბურთელს, რომელიც კომიდან გამოვიდა, მხოლოდ ცალკეული სიტყვების წარმოთქმა შეუძლია. ექიმებს ეჭვი აქვს, რომ ოდომს ტვინის სერიოზული დაზიანება აქვს. ის ვერ ცნობს ძველ მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომლებიც მის სანახავად მიდიან.

შეგახსენებთ, რომ ოდომი 13 ოქტომბერს, უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს ნევადას ერთ-ერთ ბორდელში, რის შემდეგაც ის კომაში ჩავარდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. ექიმებმა დათვლით, ოდომმა 12 ინსულტი გადაიტანა, რის გამოც თირკმელი გაეთიშა.

ამჟამად, ოდომი ლას ვეგასის
ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული