NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ჰიუსტონს" უმწვრთნელობამ უშველა

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსმა" კევინ მაკჰეილის დათხოვნის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. "რაკეტებმა" "პორტლენდის" წინააღმდეგ ჯეიმს ჰარდენის შთამბეჭდავი სტატისტიკის წყალობით მოიგეს - 45 ქულა, 11 შედეგიანი პასი, 8 მოხსნა და 5 ჩაჭრა. ცხრა ქულა მცველმა ოვერტაიმის ხუთ წუთში მოიპოვა.

* * *
გუშინ, ჰარდენს დღის გმირის სტატუსში რამდენიმე მოწილე გამოუჩნდა. მაგალითად, რასელ უესტბრუკმა მარტომ მორიგი მატჩი მოაგებინა "ოკლაჰომას". გამთამაშებლის ანგარიშზე 43 ქულა, 9 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი მოდის. "თანდერმა" 110:103 მოუგო "ნიუ ორლეანს". სხვათა შორის, ამ შეხვედრაში
უესტბრუკმა სეზონში მეთოთხმეტედ დააგროვა ერთ მეოთხედში მინიმუმ 10 ქულა. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "გოლდენ სტეიტის" ლიდერს სტივენ კარის აქვს.

* * *
წლევანდელ სეზონში, ფრაზა "სამმაგი დუბლი" რაჟონ რონდოსთან ასოცირდება. გუშინ, "საკრამენტოს" მცველმა 12 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა "ატლანტა ჰოქსის" წინააღმდეგ. ექს-ბოსტონელმა ბოლო ექვს მატჩში მეოთხე სამმაგი დუბლი შეასრულა და ლიდერობს სეზონში ამ მაჩვენებლით. თუმცა რონდომ შვიდი შეცდომაც დაუშვა, ხოლო მისმა გუნდმა 97:103 წააგო.

* * *
"ფილადელფიას" წინააღმდეგ 34 ქულის დაგროვებით, "ინდიანას" ფორვარდმა პოლ ჯორჯმა გააგრძელა ბრწყინვალე სერია - კალათბურთელი ზედიზედ რვა მატჩში აგროვებს მინიმუმ 25 ქულას. "პეისერსმა" იოლად მოიგო - 112:85, რითაც "ფილადელფიას" წაგებათა სერია სეზონის სტარტზე 12 მატჩამდე ავიდა.

აბსოლუტური ანტირეკორდის დამყარებამდე, რომელიც 2009 წელს "ბრუკლინ ნეტსს" ჰქონდა, "სიქსერზს" ექვსი წაგება უკლია. აღვნიშნავთ, რომ შარშანდელი სეზონის მატჩების გათვალისწინებით, "ფილადელფია" 22 მატჩია მოუგებელია. ამ შემთხვევაში, აბსოლუტური ანტირეკორდი 26 წაგებას უდრის და მისი მფლობელები არიან "კლივლენდი" და "ფილადელფია".

ციფრები
- 13 არაამერიკელი კალათბურთელი თამაშობდა "ტორონტოსა" და "იუტას" შეხვედრაში.

- 24 (!) შეცდომა დაუშვეს "ფილადელფიას" მოთამაშეებმა მესამე მეოთხედში.

- ჯეიმს ჰარდენი გახდა პირველი მოთამაშე 1973 წლის (როცა NBA-ში ჩაჭრების დათვლა დაიწყეს) შემდეგ, ვინც ერთ მატჩში 45 ქულა, 11 პასი, 8 მოხსნა და 5 ჩაჭრა დააგროვა.

- "ფილადელფია" საშუალოდ მატჩში 90.6 ქულას აგროვებს - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ლიგაში.

- "ატლანტამ" ზედიზედ მეთხუთმეტედ დაამარცხა "საკრამენტო".

- შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, ჯეიმს ჰარდენმა 13 მატჩში დააგროვა მინიმუმ 40 ქულა. ეს საუკეთესო შედეგია ბოლო ორ წელიწადში.

შარლოტი-ბრუკლინი 116:111
32:32, 20:24, 34:30, 30:25
შ: ბატუმი (24+8 პასი), უოკერი (18+7 მოხსნა+7 პასი), ჯეფერსონი (18+8 მოხსნა), მარვ. უილიამსი (14+9 მოხსნა), ლინი (13+9 მოხსნა), ჰოიესი (12), კამინსკი (11).
ბ: იანგი (27+8 მოხსნა), ლოპესი (23), ჯეკი (16+8 მოხსნა+9 პასი), ჯონსონი (16).

ორლანდო-მინესოტა 104:101
17:25, 21:27, 33:24, 22:17
ო: ფურნიე (26), პეიტონი (24+7 მოხსნა+6 პასი), ჰარისი (12+11 მოხსნა), სმიტი (5+10 მოხსნა).
მ: უიგინსი (28), თაუნსი (21+12 მოხსნა+6 დაფარება), ლავინი (14), მარტინი (12), რუბიო (8+12 მოხსნა+12 პასი).

ფილადელფია-ინდიანა 85:112
18:23, 20:29, 24:32, 23:28
ფ: მაკონელი (16), ოკაფორი (14), გრანტი (13).
ი: ჯორჯი (34+8 მოხსნა), მაილზი (20), ბადინგერი (15), ჯორდან ჰილი (10+7 მოხსნა).

ბოსტონი-დალასი 102:106
31:16, 23:29, 24:25, 24:36
ბ: ტომასი (19+6 პასი), სალინჯერი (18+12 მოხსნა), ბრედლი (18), კრაუდერი (14), ლი (14).
დ: ნოვიცკი (23+7 მოხსნა), მეტიუზი (18), უილიამსი (16+6 პასი), ფაჩულია (14+12 მოხსნა).

ატლანტა-საკრამენტო 103:97
27:30, 35:22, 19:27, 22:18
ა: მილსეპი (23+16 მოხსნა), შრიოდერი (22+6 პასი), ჰორფორდი (17).
ს: კაზინსი (24+12 მოხსნა), გეი (14), კუფოსი (13), რონდო (12+12 მოხსნა+10 პასი), მაკლემორი (11).

ჰიუსტონი-პორტლენდი 108:103
22:21, 13:25, 26:30, 38:23
ჰ: ჰარდენი (45+8 მოხსნა+11 პასი+5 ჩაჭრა), არიზა (18+8 მოხსნა), ბრიუერი (16), ჰოვარდი (7+19 მოხსნა).
პ: ლილარდი (23), მაკალუმი (19+6 პასი), ამინუ (16+15 მოხსნა), კრები (15).

ოკლაჰომა-ნ. ორლეანი 110:103
21:27, 32:18, 27:29, 30:29
ო: უესტბრუკი (43+9 მოხსნა+8 პასი), კანტერი (24+14 მოხსნა).
ნ-ო: ანდერსონი (30+7 მოხსნა), სმიტი (18+6 პასი), გორდონი (18), აჟინკა (12+10 მოხსნა).

სან ანტონიო-დენვერი 109:98
31:24, 34:34, 28:21, 16:19
ს-ა: პარკერი (25+9 პასი), ლეონარდი (20+8 მოხსნა), მილსი (17), დანკანი (12+11 მოხსნა+6 პასი+6 დაფარება), ოლდრიჯი (11+12 მოხსნა).
დ: იოკიჩი (23+12 მოხსნა), ჰარისი (15), ფარიდი (15+7 მოხსნა).

იუტა-ტორონტო 93:89
24:19, 18:26, 17:19, 34:25
ი: ფეივორსი (18+11 მოხსნა), ჰეივორდი (17+7 მოხსნა), ჰუდი (16), ბერკსი (13), ბერკი (10).
ტ: სკოლა (22), ლოური (20+6 პასი), დეროზანი (14+6 პასი), ვალანჩუნასი (11+9 მოხსნა).

ფინიქსი-ჩიკაგო 97:103
18:31, 29:22, 23:19, 27:31
ფ: ნაითი (23), ბლედსოუ (21+7 პასი), ტაკერი (20+7 მოხსნა).
ჩ: ბატლერი (32), პ. გასოლი (17+8 მოხსნა), ჰაინრიხი (14+6 პასი), ბრუქსი (12), მიროტიჩი (10), ნოა (0+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული