NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "გოლდენ სტეიტმა" კინაღამ წააგო

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ყოველი მატჩი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ყველას აინტერესებს - როდის წააგებს რეგულარულში პირველ შეხვედრას მოქმედი ჩემპიონი.

გუშინ ეს არ მოხდა. "უორიორზმა", მოულოდნელად, დიდი წინააღმდეგობა მიიღო "იუტასგან", მაგრამ "ჯაზმენებისთვის" შეუსრულებელი ამოცანა გახდა სტივენ კარის შეჩერება. ლიგის MVP-მ მატჩის ბოლო ექვსი წუთში 10 ქულა დააგროვა, 101:101-ზე კი სწორედ მისმა სამქულიანმა გადაწყვიტა მატჩის ბედი.

საბოლოოდ, "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა 26 ქულა დააგროვა და შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. ასევე კარგი სტატისტიკა ჰქონდა დრეიმონდ გრინს, რომელმაც წინა ორ მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა -
20 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი.

სტეფ კარიმ გუშინ რეკორდი დაამყარა - ნოემბერში 77 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდა. თავად "გოლდენ სტეიტსაც" ეკუთვნის რეკორდი - ის გახდა ერთადერთი გუნდი ისტორიაში, ვინც კალენდარულ თვეში თამაში არ წააგო (16 მოგება). ხოლო "მეომრების" ამჟამინდელი მოგებათა სერია ხანგრძლივობით მესამეა NBA-ის ისტორიაში.

* * *
გუშინდელი დღის ერთ-ერთი გმირი იყო დირკ ნოვიცკი. დალასელი ლეგენდა მე-13 მოთამაშე გახდა NBA-ის ისტორიაში, ვინც კარიერაში 10000 ზუსტი ტყორცნა შეასრულა. ამ მაჩვენებლით ლიდერი ქარიმ-აბდულ ჯაბარია, რომელსაც კარიერაში 15 ათასზე მეტი ზუსტი სროლა ჰქონდა.

ციფრები
- 10 საჯარიმო გააფუჭა მესამე მეოთხედში ანდრე დრამონდმა. ეს მეორე მაჩვენებელია "დეტროიტის" ისტორიაში (2002 წელს, ბენ უოლასმა 15 თავისუფალი ააცილა).

- სეზონში მესამედ "დენვერმა" თამაშში 81-ზე ნაკლები ქულა ჩააგდო.

- რაჟონ რონდომ 200 შედეგიანი პასი შეასრულა და ამ სეზონის ლიდერია აღნიშნული მაჩვენებლით.

- დეანდრე ჯორდანის მიერ 22 გაფუჭებული საჯარიმო - უილტ ჩემბერლენის ანტი-რეკორდის გამეორებაა (1967).

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ინდიანა პეისერსის" ფორვარდი პოლ ჯორჯი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა.

ჯორჯმა საშუალოდ 37.3 ქულა (აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერი), 6.7 მოხსნა და 2.3 პასი დააგროვა. ინდიანელი თამაშიდან 54.7 პროცენტის სიზუსტით ისროდა და სამქულიანების 57.1 პროცენტი მოათავსა კალათში.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდი კევინ დურანტი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან მატჩი მოაგებინა.

დურანტის ანგარიშზე საშუალოდ 30.3 ქულა, 8.3 მოხსნა 3.7 შედეგიანი პასი და 2.3 დაფარება მოდის. "დურანტულამ" თამაშიდან 58.5 პროცენტის სიზუსტით ისროდა, სამქულიანების 52.5 პროცენტი გამოიყენა და საჯარიმოების 94.4 პროცენტი მოათავსა კალათში.

ჯორჯის კვირა
24 ნოემბერი. ვაშინგტონი-ინდიანა 106:123. 40 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი.
27 ნოემბერი. ინდიანა-ჩიკაგო 104:92. 33 ქულა, 8 მოხსნა.
29 ნოემბერი. ლეიკერსი-ინდიანა 103:107. 39 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა.

დურანტის კვირა
23 ნოემბერი. იუტა-ოკლაჰომა 89:111. 27 ქულა, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა.
25 ნოემბერი. ოკლაჰომა-ბრუკლინი 110:99. 30 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 3 დაფარება.
27 ნოემბერი. ოკლაჰომა-დეტროიტი 103:87. 34 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი, 3 დაფარება.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: კემბა უოკერი ("შარლოტი"), კევინ ლავი ("კლივლენდი"), დრეიმონდ გრინი ("გოლდენ სტეიტი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), ვიქტორ ოლადიპო ("ორლანდო"), რობერტ კოვინგტონი ("ფილადელფია"), დამიენ ლილარდი ("პორტლენდი"), დემარ დეროზანი ("ტორონტო") და კაილ ლოური ("ტორონტო").

დეტროიტი-ჰიუსტონი 116:105
29:21, 35:20, 20:32, 32:32
დ: ჯექსონი (31+8 პასი), დრამონდი (24+13 მოხსნა), ჯონსონი (19+10 მოხსნა), ილიასოვა (13), მორისი (12+6 პასი).
ჰ: ჰარდენი (29+9 მოხსნა+7 პასი), ტორნტონი (18), ლოუსონი (11), კაპელა (11), ბევერლი (10), ჰოვარდი (8+10 მოხსნა+4 დაფარება).

მაიამი-ბოსტონი 95:105
23:32, 28:25, 24:24, 20:24
მ: უეიდი (30+5 ჩაჭრა), ბოში (21+10 მოხსნა), ჯონსონი (10).
ბ: ბრედლი (25), სალინჯერი (17), ტომასი (16+9 პასი), კრაუდერი (13), ჯონსონი (13+10 მოხსნა), ტერნერი (13).

ატლანტა-ოკლაჰომა 106:100
31:21, 22:31, 26:22, 27:26
ა: მილსეპი (26+11 მოხსნა+4 დაფარება), ტიგი (25), ჰორფორდი (21+13 მოხსნა), კორვერი (11).
ო: უესტბრუკი (34+11 მოხსნა+7 პასი), დურანტი (25+6 პასი+4 დაფარება), იბაკა (17+4 დაფარება), მოროუ (10), კანტერი (6+10 მოხსნა).

ჩიკაგო-სან ანტონიო 92:89
17:23, 32:25, 21:25, 22:16
ჩ: პ. გასოლი (18+13 მოხსნა), ბატლერი (14), მაკდერმოტი (12), როუზი (11+6 პასი), სნელი (11), ნოა (8+11 მოხსნა+7 პასი).
ს-ა: ლეონარდი (25+8 მოხსნა), ოლადიპო (21+12 მოხსნა), პარკერი (13+9 პასი), დანკანი (6+12 მოხსნა).

მილუოკი-დენვერი 92:74
28:23, 18:21, 21:16, 25:14
მ: მონრო (18), მიდლტონი (10), პარკერი (16), კარტერ-უილიამსი (12+9 პასი).
დ: გალინარი (13), ფარიდი (11+7 მოხსნა), მუდიაი (10), ბარტონი (10).

იუტა-გ. სტეიტი 103:106
20:26, 28:27, 29:30, 26:23
ი: ჰეივორდი (24), ფეივორსი (23+10 მოხსნა), ბერკსი (19), გობერი (13+11 მოხსნა), ჰუდი (12).
გ-ს: კარი (26), ტომპსონი (20), გრინი (20+9 მოხსნა+7 პასი), კლარკი (12).

საკრამენტო-დალასი 112:98
23:32, 31:26, 22:13, 36:27
ს: კაზინსი (31+9 მოხსნა+6 პასი), რონდო (21), გეი (20+7 მოხსნა), კოლისონი (15), კასპი (10).
დ: პარსონსი (14), ნოვიცკი (13+7 მოხსნა), ფაჩულია (13+10 მოხსნა), ჰარისი (11), უილიამსი (10+7 პასი), მეტიუზი (10).

კლიპერსი-პორტლენდი 102:87
29:18, 20:31, 25:15, 28:23
კ: გრიფინი (23+8 მოხსნა+6 პასი), ჯორდანი (18+24 მოხსნა), რედიკი (14), პოლი (10+6 პასი), კროუფორდი (11), სტივენსონი (2+10 მოხსნა).
პ: ჰარკლესი (15), დევისი (13+10 მოხსნა), მაკალუმი (12+10 პასი), პლამლი (10+13 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
lets go warriors
papa
12:34 02-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული