გარიგების ფინანსური დეტალები არ გამჟღავნებულა. ESPN-ის ინფორმაციით, პირობები იმაზე უკეთესია, ვიდრე "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდს კევინ დურანტს აქვს, რომელიც Nike-სგან 10 წლის განმავლობაში 300 მილიონ დოლარს მიიღებს.
აღვნიშნავთ, რომ 30 წლის ლებრონი Nike-თან კარიერის დასაწყისიდან თანამშრომლობს. 2003 წელს, მან შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანიასთან, რომლის მიხედვითაც, ჯამში 90 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"