დეროზანმა საშუალოდ 24.0 ქულა, 5.0 მოხსნა, 3.8 პასი და 1.00 ჩაჭრა დააგროვა. ტორონტოელი თამაშიდან 51.7 პროცენტის სიზუსტით ისროდა და ჯარიმების 91.9 პროცენტი მოათავსა კალათში. დეროზანმა ზედიზედ სამ მატჩში შეძლო მინიმუმ 25 ქულის დაგროვება.
დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომა სიტის" ფორვარდი კევინ დურანტი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. დურანტის ანგარიშზე საშუალოდ 27.3 ქულა, 8.8 მოხსნა, 6.3
"დურანტულამ" ორ მატჩში გადალახა 30-ქულიანი ზღვარი, თამაშიდან 59.7 პროცენტის სიზუსტით ისროლა, ჯარიმების 96.3 პროცენტი ჩააგდო და "ატლანტასთან" მატჩში სეზონში პირველი სამმაგი დუბლი (25 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი) შეასრულა.
დეროზანის კვირა
7 დეკემბერი. ტორონტო-ლეიკერსი 102:93. 16 ქულა, 6 პასი.
9 დეკემბერი. ტორონტო-სან ანტონიო 97:94. 28 ქულა, 6 პასი.
11 დეკემბერი. ტორონტო-მილუოკი 90:83. 27 ქულა.
13 დეკემბერი. ტორონტო-ფილადელფია 96:76. 25 ქულა, 8 მოხსნა.
დურანტის კვირა
8 დეკემბერი. მემფისი-ოკლაჰომა 88:125. 32 ქულა, 10 მოხსნა.
10 დეკემბერი. ოკლაჰომა-ატლანტა 107:94. 25 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი.
11 დეკემბერი. იუტა-ოკლაჰომა 90:94. 21 ქულა, 8 მოხსნა.
13 დეკემბერი. ოკლაჰომა-იუტა 104:98. 31 ქულა, 6 პასი.
კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: აიზია ტომასი ("ბოსტონი"), პაუ გასოლი ("ჩიკაგო"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), ჯალილ ოკაფორი ("ფილადელფია") და ერიკ ბლედსოუ ("ფინიქსი").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"