NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "კლიპერსი" ფავორიტებს ვერ უგებს

AutoSharing Option
გასული სათამაშო დღის მთავარი მატჩი "კლიპერსსა" და "ოკლაჰომას" შორის გაიმართა. ჯერჯერობით, კალიფორნიულ გუნდს არც ერთი მოგება არ აქვს რეგულარულ ჩემპიონატში ტიტულის მთავარ პრეტენდენტებზე. არადა, გუშინ ამის შანსი იყო - კრის პოლმა 98:99-ზე ბურთი ჩაჭრა და თავისი გუნდი საფინალო სირენამდე 10.9 წამით ადრე წინ გაიყვანა, მაგრამ კევინ დურანტმა ბაზერ-ბიტერით "ოკლაჰომას" მოაგებინა.

მეორე გამორჩეული მატჩი იყო სან ანტონიოში, სადაც "სპურსი" "ინდიანას" მასპინძლობდა. აქ ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში ვნახეთ, რის შემდეგაც მასპინძლებმა მეორე ნახევარში მეტოქეს შანსი არ მისცეს. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ძალიან ეფექტურად
ითამაშა შეტევაში - 27 შედეგიან გადაცემაზე მხოლოდ ცხრა შეცდომა მოვიდა, ხოლო თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის პროცენტი მოწინააღმდეგეზე 9.5 პროცენტით მაღალი ჰქონდა. "სპურსმა" შინ ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო.

* * *
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდამ კობი ბრაიანტმა დაასახელა NBA-ის ხუთი მოთამაშე, რომელთა წინააღმდეგ ყველაზე მეტად უჭირდა თამაში კარიერის განმავლობაში.

"ჰაკიმ ოლაჟუონი, მაიკლ ჯორდანი, კევინ დურანტი, ლებრონ ჯეიმსი და კლაიდ დრექსლერი იყვნენ ჩემი ყველაზე რთული მეტოქეები. საერთოდ, არ არის იოლი მხოლოდ ხუთი კალათბურთელის არჩევა იმათგან, ვისთანაც რთული იყო მოედანზე ბრძოლა", - განაცხადა "ლეიკერსის" შემტევმა მცველმა.

ფაქტები
- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" გამთამაშებელმა კრის პოლმა 10 შედეგიანი პასი შეასრულა "ოკლაჰომას" წინააღმდეგ, რის შემდეგაც, კარიერაში გადაცემების საერთო რაოდენობა 7166-მდე აიყვანა. ამით მან ტერი პორტერს გაუსწრო და ყველა დროის სიაში მე-13 ადგილამდე ავიდა. 30 წლის პოლის უახლოესი სამიზნეა ლენი უილკინსი (7211), ხოლო მოქმედ კალათბურთელებს შორის მას მხოლოდ ანდრე მილერი (8477) უსწრებს.

- "ვაშინგტონ უიზარდსის" გამთამაშებელმა ჯონ უოლმა 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა "საკრამენტოს" წინააღმდეგ. ეს კალათბურთელის პირადი რეკორდია. ბოლო ვაშინგტონელი, ვისაც ერთ მატჩში ამდენი შედეგიანი პასი ჰქონდა, როდ სტრიკლენდი იყო 1997-98 წლების სეზონში.

- "მინესოტა ტიმბერვულზის" ცენტრმა კარლ-ენტონი თაუნსმა 25 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა "ბოსტონთან" მატჩში. ის გახდა მეორე მოთამაშე ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც მინიმუმ 25 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა 20 წლამდე ასაკში. მანამდე ეს მხოლოდ ლებრონ ჯეიმსმა შეძლო 2003-04 წლების სეზონში. მან 18 წლის ასაკში 33 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა "მემფისის" წინააღმდეგ.

ოდომმა სიარული დაიწყო
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა მოთამაშემ ლამარ ოდომმა, რომელმაც 12 ინსულტი გადაიტანა, დამოუკიდებლად სიარული დაიწყო.

ორი დღის წინ, NBA-ის ორგზის ჩემპიონი საავადმყოფოს პერსონალის დახმარებით წამოდგა საწოლიდან და სავარძელში გადაჯდომა მოახერხა. ექიმებმა აღნიშნეს შესამჩნევი პროგრესი 35 წლის ოდომის ჯანმრთელობის მდგომარეობაში. მაგრამ, ამასთან, იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ყოველთვის არის რეგრესის რისკი.

ოდომი 14 ოქტომბერს ჩავარდა კომაში და სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. ექიმებმა კალათბურთელს დაუდგინეს გულის უკმარისობა, თირკმელებისა და ფილტვების პრობლემა, აგრეთვე თავის ქალის ტრავმა, რომელიც დაცემისას მიიღო. სისხლის ანალიზმა ოდომის ორგანიზმში აღმოაჩინა კოკაინის კვალი.

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "დეტროიტ პისტონზის" მცველი რეჯი ჯექსონი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან ორი მატჩი მოაგებინა. ჯექსონმა საშუალოდ 29.3 ქულა (კონფერენციაში საუკეთესო), 6.3 მოხსნა და 7.7 პასი დააგროვა. დეტროიტელმა სამიდან ორ შეხვედრაში მიითვალა მინიმუმ 30 ქულა.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "სან ანტონიო სპურსის" ფორვარდი კავაი ლეონარდი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. ლეონარდის ანგარიშზე საშუალოდ 22.7 ქულა, 6.3 მოხსნა, 2.7 შედეგიანი პასი და 2.0 ჩაჭრა მოდის. კავაიმ გასულ კვირას თამაშიდან 56.4 პროცენტის სიზუსტით ისროლა.

დეროზანის კვირა
14 დეკემბერი. დეტროიტი-კლიპერსი 103:105. 34 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი.
16 დეკემბერი. დეტროიტი-ბოსტონი 119:116. 23 ქულა, 3 პასი.
18 დეკემბერი. ჩიკაგო-დეტროიტი 144:147 (4ო). 31 ქულა, 13 პასი.

ლეონარდის კვირა
14 დეკემბერი. სან ანტონიო-იუტა 118:81. 22 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა.
16 დეკემბერი. სან ანტონიო-ვაშინგტონი 114:95. 27 ქულა, 4 ჩაჭრა, 4 პასი.
18 დეკემბერი. სან ანტონიო-კლიპერსი 115:107. 19 ქულა, 9 მოხსნა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: პოლ მილსეპი ("ატლანტა"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), ანდრე დრამონდი ("დეტროიტი"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი"), ენდრიუ უიგინსი ("მინესოტა"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო") და დემარ დეროზანი ("ტორონტო").

ვაშინგტონი-საკრამენტო 113:99
34:35, 29:24, 21:25, 29:15
ვ: გორტატი (27+16 მოხსნა+4 დაფარება), ტემპლი (23), სეშენსი (15), ჰემფრიზი (15), დადლი (13), უოლი (12+19 პასი).
ს: კაზინსი (22+8 მოხსნა), გეი (16+7 მოხსნა), ბელინელი (15), კოლისონი (13+8 პასი).

ნიუ იორკი-ორლანდო 99:107
21:29, 25:23, 27:26, 26:29
ნ-ი: ტომასი (24), ენტონი (23+6 პასი), ლოპესი (12+8 მოხსნა), ჰელოუეი (10).
ო: ვუჩევიჩი (26+9 მოხსნა), ჰარისი (20), ფურნიე (16), ოლადიპო (12), ჰეზონია (11).

ბოსტონი-მინესოტა 113:99
34:26, 26:27, 32:19, 21:27
ბ: ოლინიკი (19), კრაუდერი (18+10 მოხსნა), ზელერი (14+8 მოხსნა), ბრედლი (13), ჟერებკო (12+7 მოხსნა), ლი (13+8 მოხსნა), ტომასი (8+7 მოხსნა+12 პასი).
მ: უიგინსი (26), თაუნსი (25+16 მოხსნა), ლავინი (17), დიენგი (12).

ჰიუსტონი-შარლოტი 102:95
27:28, 18:16, 24:16, 33:35
ჰ: ჰარდენი (36+7 პასი), ჯონსი (17), ტორნტონი (13), ბევერლი (11+7 მოხსნა).
შ: უოკერი (14+6 პასი), ლინი (13), კამინსკი (12), მარვ. უილიამსი (12), ზელერი (10+7 მოხსნა), ლემბი (10).

ჩიკაგო-ბრუკლინი 102:105
22:29, 33:29, 23:27, 24:20
ჩ: ბატლერი (24), პ. გასოლი (20+9 მოხსნა), მაკდერმოტი (11), გიბსონი (10+9 მოხსნა).
ბ: ლოპესი (21+12 მოხსნა), იანგი (16+13 მოხსნა), ელინგტონი (13), ჯონსონი (12), ბოგდანოვიჩი (12), რიდი (11).

ატლანტა-პორტლენდი 106:97
26:17, 29:26, 22:15, 29:39
ა: შრიოდერი (18), სეფოლოშა (13), სკოტი (13), ტიგი (13+8 პასი), ბეიზმორი (12+7 მოხსნა), მილსეპი (12).
პ: კრები (19), ჰარკლესი (14), ჰენდერსონი (12), ფრეიზერი (12+7 მოხსნა+7 პასი), პლამლი (11+10 მოხსნა+6 პასი).

სან ანტონიო-ინდიანა 106:92
23:21, 27:27, 29:22, 27:22
ს-ა: ლეონარდი (24), პარკერი (15), დიაო (14+8 მოხსნა), ოლდრიჯი (10+9 მოხსნა), მილსი (10).
ი: სტაკი (16), ჯორდან ჰილი (15+9 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (15), მაინმი (9+11 მოხსნა).

იუტა-ფინიქსი 110:89
33:21, 21:22, 25:18, 31:28
ი: ჰეივორდი (24), ფეივორსი (18+9 მოხსნა), ჰუდი (14), ბერკსი (13), ბერკი (11).
ფ: ნაითი (26), ტელეტოვიჩი (17+7 მოხსნა).

კლიპერსი-ოკლაჰომა 99:100
29:23, 23:27, 25:22, 22:28
კ: პოლი (32+10 პასი), რედიკი (15), გრიფინი (15+7 მოხსნა), სტივენსონი (10), ჯორდანი (8+10 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (33+7 პასი), დურანტი (24+9 მოხსნა+7 პასი), იბაკა (17+8 მოხსნა), ადამსი (6+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული