"მიმაჩნია, რომ მწვრთნელი, ხანდახან, გაცილებით მკაცრი უნდა იყოს ჩვენთან მიმართებაში. ვიცი, რომ ფრედი - მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია და ამის გამო, პატივს ვცემ მას. მაგრამ, როცა ბიჭები მოედანზე არ აკეთებენ იმას, რაც საჭიროა, მწვრთნელი ვალდებულია ისინი გონს მოიყვანოს. სხვათა შორის, ეს მეც მეხება. გუნდის თითოეულმა მოთამაშემ ზუსტად უნდა შეასრულოს საკუთარი სამუშაო", - ხმამაღლა
რთულია "ბულზის" ერთ-ერთ ლიდერს არ დაეთანხმო. "ხარები" ამ სეზონში შორს არიან სტაბილურობისგან, ჰოიბერგი კი იმ ადამიანად მოსჩანს, რომელსაც B გეგმა არ აღმოაჩნდა იმ დროს, როცა გაირკვა, რომ გუნდს არ შეუძლია მის ტაქტიკასთან მორგება.
სიტუაცია მართლაც დაძაბული ჩანს. როგორ პაუ გასოლმა განაცხადა, ასეთი საკითხების განხილვა დახურულ კარს მიღმა უნდა ხდებოდეს. და თუ უახლოეს პერიოდში გასახდელში სიტუაცია არ დალაგდება, ცუდი სერია, შესაძლოა, გაჭიანურდეს.
* * *
ამასობაში, მორიგ სათამაშო დღეს მხოლოდ ოთხი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც ყველაზე დაძაბული იყო მატჩი მაიამიში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი "ჰიტი" პირველ ტაიმში 18 ქულას უგებდა "დეტროიტს", გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა სირენამდე 55 წამით ადრე კენტავიუს კოლდუელ-პოუპის ტყორცნა. კრის ბოშს შეეძლო "მაიამისთვის" გამარჯვების მოტანა, მაგრამ მისი ბოლო სროლა არაზუსტი აღმოჩნდა.
დღის მოულოდნელობა კი გახდა "ლეიკერსის" პირველი გასვლითი მოგება სეზონში. კობი ბრაიანტის გუნდმა 111:107 მოუგო "დენვერს". პირველი ნახევარი "ნაგეტსის" 13-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, მაგრამ კალიფორნიელებმა მესამე მეოთხედში შეძლეს ინიციატივის მოპოვება და ბოლომდე მიიყვანეს საქმე. კობიმ ამ სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი გაიმეორა - 31 ქულა ჩააგდო.
საინტერესოა, რომ ბოლო შვიდ მატჩში "შავი მამბას" შედეგიანობა 20.6 ქულამდე გაიზარდა, ხოლო თამაშიდან ტყორცნების რეალიზაცია 48.2 პროცენტამდე ავიდა, არადა, სეზონის პირველ 17 მატჩში ეს მაჩვენებლები ასეთი იყო - 15.9 ქულა და 29.6 პროცენტი.
* * *
ჩემპიონი და ამ სეზონის ლიდერი "გოლდენ სტეიტი" გუშინ არ თამაშობდა და რიგითი ვარჯიში ჰქონდა, რომელიც იმით იყო გამორჩეული, რომ პროცესს გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ხელმძღვანელობდა. მან თავისი ასისტენტი ლუკ უოლტონი შეცვალა, რადგან ეს უკანასნელი ავად გახდა.
შეგახსენებთ, რომ კერი ზურგზე გადატანილი ორი ოპერაციის შემდეგ, ვერ ახერხებს ამ სეზონში თავისი მოვალეობების შესრულებას, თუმცა მალე დაუბრუნდება სამუშაოს.
"თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ჯერ ბოლომდე არ მისულა აღდგენითი პროცესი. ყოველდღიურად ვიკრებ ძალებს",- განუცხადა ESPN-ს კერმა.
ფილადელფია-მემფისი 90:104
23:31, 24:22, 19:24, 24:27
ფ: ოკაფორი (18), ტომპსონი (16), კენანი (15).
მ: მარკ გასოლი (19), კონლი (18+6 პასი), ლი (15), რენდოლფი (14+8 მოხსნა), ბარნსი (12+10 მოხსნა).
მაიამი-დეტროიტი 92:93
34:18, 18:36, 23:18, 17:21
მ: ბოში (20), უეიდი (19), უაიტსაიდი (16+16 მოხსნა+4 დაფარება), უდრიხი (14+6 პასი).
დ: ჯექსონი (18), კოლდუელ-პოუპი (14), ჯონსონი (14), ბლეიკი (12), დრამონდი (11+12 მოხსნა).
ტორონტო-დალასი 103:99
32:16, 17:20, 23:31, 31:32
ტ: დეროზანი (28), ლოური (17+10 მოხსნა+7 პასი), როსი (16), სკოლა (15+9 მოხსნა), ჯოზეფი (12), ბიიომბო (9+20 მოხსნა).
დ: ნოვიცკი (20+7 მოხსნა), მეტიუზი (15).
დენვერი-ლეიკერსი 107:111
34:26, 30:25, 16:32, 27:28
დ: ბარტონი (25+8 მოხსნა), ჰარისი (21), იოკიჩი (15+10 მოხსნა), ფარიდი (14+9 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (31), კლარკსონი (19+8 მოხსნა), უილიამსი (17), ბასი (11+4 დაფარება), ნენსი (10), რენდლი (8+10 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"