დედაქალაქელებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს ფავორიტს. მართალია, სტუმრები თითქმის მთელი მატჩი წინ იყვნენ, მაგრამ მეოთხე მეოთხედში მეტოქეს ანგარიში გათანაბრების საშუალება მისცეს. თუმცა, როგორც კი ეს მოხდა, "კლივლენდმა" ზედიზედ 10 ქულა აიღო და ამ უპირატესობამ "კავალიერზს" შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანის საშუალება მისცა.
ლებრონ ჯეიმსმა 34 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, კაირი ირვინგმა კი სეზონში პირადი რეკორდი დაამყარა - 32 ქულა დააგროვა, აქედან 21 მეოთხე
* * *
გუშინ, დასავლეთის ერთი ფავორიტიც თამაშობდა. "სან ანტონიომ" ოთხივე მეოთხედში მოუგო "იუტას" და 25 ქულით გაანადგურა ეს გუნდი. "სპურსმა" მარტო პირველ ტაიმში 68 ქულა ჩააგდო, რაც ამ სეზონის რეკორდი გახლავთ.
სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა ტიმ დანკანმა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის ეს იყო ზედიზედ 21-ე მოგება საკუთარ მოედანზე.
სხვათა შორის, "სან ანტონიომ" ამ სეზონის 37 სასტარტო მატჩში მოპოვებული და გაშვებული ქულების სარეკორდო ბალანსი დააფიქსირა - +526 ქულა. წინა რეკორდი 1971-72 წლების სეზონის "ლეიკერსს" ეკუთვნოდა - "პლუს 526" ქულა.
ამ მატჩში სანანტონიოელმა დენი გრინმა ორი სამქულიანი ჩააგდო და "სპურსის" მაისურში ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობა 662-მდე აიყვანა, რაც მეორე შედეგია კლუბის ისტორიაში. გრინმა ბრიუს ბოუენს გაუსწრო და მხოლოდ ვეტერან მანუ ჯინობილის ჩამორჩება, რომელიც მყარად არის პირველ ადგილზე - 1311 ზუსტი სამქულიანი.
* * *
დასავლეთ კონფერენციის სხვა ფავორიტებმაც შეძლეს მოგება. "ოკლაჰომამ" ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყვიტა "მემფისთან" მატჩის ბედი, როცი დიდი შესვენებისთვის 18-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა. ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ, "თანდერის" რიგებში დაბრუნდა კევინ დურანტი. 26 ქულითა და 17 მოხსნით მან ორმაგი დუბლი შეასრულა, "ოკლაჰომამ" კი 112:94 მოიგო.
უცნაურად გაუმართლა "ლოს ანჯელეს კლიპერსს". კალიფორნიელები "პორტლენდს" სტუმრობდნენ და მასპინძლების რიგებში ვერ შეძლო თამაში ერთ-ერთმა ლიდერმა სი ჯეი მაკალუმმა. მიზეზი ის იყო, რომ "ბლეიზერსის" ხელმძღვანელობამ მატჩის წინ, ოქმის შევსებისას შეცდომა დაუშვა. კერძოდ, სხვა მცველი - ლუის მონტერო შეიყვანა განაცხადში, რომელიც სიაში სწორედ მაკალუმის შემდეგ მოდის. ოქმს ხელი მოაწერა მთავარმა მწვრთნელმა ტერი სტოტსმა და სი ჯეის მოედანზე გასვლის უფლება აღარ ჰქონდა.
"კლიპერსმა" პირველი ტაიმი 23 ქულით მოიგო. "პორტლენდმა" შეძლო მეორე ნახევარში სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ განადგურება აიცილა თავიდან.
მაიამი-ნიუ იორკი 90:98
21:22, 18:25, 20:24, 31:27
მ: ბოში (28), უეიდი (18+6 პასი), დრაგიჩი (10).
ნ-ი: ენტონი (25), ლოპესი (19), უილიამსი (13+8 მოხსნა), პორზინგისი (12).
ორლანდო-ინდიანა 86:95
20:22, 18:15, 21:29, 27:29
ო: ოლადიპო (20), ვუჩევიჩი (17), ფურნიე (13).
ი: ჯორჯი (20+7 მოხსნა), ელისი (19+7 პასი), ჯორჯ ჰილი (16), მაინმი (8+12 მოხსნა).
ვაშინგტონი-კლივლენდი 115:121
26:24, 24:38, 39:33, 26:26
ვ: ტემპლი (21), უოლი (20+12 პასი), ნილი (13), დადლი (12), პორტერი (12+7 მოხსნა), გორტატი (12).
კ: ჯეიმსი (34+10 მოხსნა), ირვინგი (32), ჯეი არ სმიტი (25), ტომპსონი (12).
ბოსტონი-დეტროიტი 94:99
33:24, 22:24, 20:18, 19:33
ბ: ტომასი (22+10 პასი), ტერნერი (17), კრაუდერი (16), ჯონსონი (16+11 მოხსნა), ოლინიკი (10).
დ: ჯექსონი (24+6 პასი), კოლდუელ-პოუპი (20), დრამონდი (13), ჯონსონი (11+10 მოხსნა).
ბრუკლინი-ტორონტო 74:91
17:24, 19:21, 20:25, 18:21
ბ: ლოპესი (24+13 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (12), იანგი (11+7 მოხსნა).
ტ: ვალანჩუნასი (22+11 მოხსნა), ლოური (17+8 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა), დეროზანი (15), ჯოზეფი (10).
მინესოტა-დენვერი 74:78
25:21, 19:21, 21:24, 9:12
მ: თაუნსი (14+14 მოხსნა), პეკოვიჩი (12), უიგინსი (11).
დ: გალინარი (20+7 მოხსნა), ნურკიჩი (15+10 მოხსნა+5 დაფარება).
ნიუ ორლეანი-დალასი 91:100
24:22, 26:27, 18:22, 23:29
ნ-ო: დევისი (26+12 მოხსნა+7 პასი), ევანსი (16+9 მოხსნა), გორდონი (14), ჰოლიდეი (11+6 პასი), ანდერსონი (10).
დ: ფელტონი (22+6 პასი), პარსონსი (21+8 მოხსნა+6 პასი), პაუელი (13+10 მოხსნა), ბარეა (11), ჰარისი (10).
სან ანტონიო-იუტა 123:98
32:22, 36:29, 27:23, 28:24
ს-ა: დანკანი (18+8 მოხსნა+6 პასი), ლეონარდი (15), უესტი (14+13 მოხსნა), ჯინობილი (14), სიმონსი (13), ანდერსონი (13), მარიანოვიჩი (13+7 მოხსნა), მაკალუმი (10).
ი: ბერკი (21), ჰეივორდი (18), უიტი (10+7 მოხსნა).
ფინიქსი-შარლოტი 111:102
34:32, 26:20, 26:33, 25:17
ფ: ტელეტოვიჩი (19+8 მოხსნა), ნაითი (18+7 პასი), ბუკერი (17+10 მოხსნა), უორენი (17), ლოიერი (14), ტაკერი (10).
შ: უოკერი (25+6 პასი), ლინი (15), მარვ. უილიამსი (15), ზელერი (13+11 მოხსნა), დენიელსი (13), ჰეირსტონი (11).
ოკლაჰომა-მემფისი 112:94
25:16, 31:20, 27:29, 29:29
ო: დურანტი (26+17 მოხსნა), უესტბრუკი (20+7 მოხსნა+7 პასი), უეიტერსი (15), მოროუ (14).
მ: ჩელმერსი (23+8 მოხსნა+9 პასი), ბარნსი (13), რენდოლფი (12), გრინი (10).
პორტლენდი-კლიპერსი 98:109
18:31, 22:32, 30:22, 28:24
პ: ლილარდი (20+7 მოხსნა+9 პასი), პლამლი (19+9 მოხსნა), დევისი (12+12 მოხსნა), კრაბი (11), ლეონარდი (10).
კ: პოლი (21+19 პასი), რედიკი (20), პირსი (17), რივერსი (16), ჯორდანი (14+14 მოხსნა+4 დაფარება), კროუფორდი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"