"მეომრები" 1995-96 წლების "ჩიკაგო ბულზის" რეკორდის გაუმჯობესების გრაფიკით მიიწევენ წინ. ის სეზონი მაიკლ ჯორდანმა და კომპანიამ 72 მოგებითა და 10 წაგებით დაასრულა, რაც მანამდე და შემდეგ არ მომხდარა (NBA-ის ისტორიაში 70 მატჩიც კი არც ერთ გუნდს არ მოუგია). და სწორედ ამ ისტორიულ რეკორდს ემუქრება წელს "გოლდენ სტეიტი".
ისტორიულ სეზონში "ჩიკაგოს" 18-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, ლიგის ლიდერი
პლეი ოფში "ჩიკაგომ" ფინალამდე მხოლოდ ერთი მატჩი წააგო - "ნიუ იორკთან". ფინალურ სერიაში 3:0 დაწინაურდა "სიეტლ სუპერსონიქსის" წინააღმდეგ, რის შემდეგაც ზედიზედ ორი მატჩი დათმო მეტოქის მოედანზე. "ხარებმა" ტიტული მეექვსე შეხვედრაში გაინაღდეს, როცა ბრწყინვალე დაცვითი თამაში აჩვენეს - 87:75.
მიმდინარე სეზონი "გოლდენ სტეიტმა" 24-მატჩიანი მოგებათა სერიით დაიწყო და მხოლოდ 25-ე შეხვედრა დათმო მილუოკიში. 37 მატჩის შემდეგ, "ჩიკაგოს" სამი წაგება ჰქონდა, "გოლდენ სტეიტს" - ორ მარცხი აქვს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჯორდანი და პიპპენი არა მარტო შეტევაში იყვნენ შეუდარებლები.ყველა დროის საუკეთესო ხუთეული რომ შეადგინო ეგ ორი მოთამაშე თავისი შემტევი და დაცვითი თამაშით იქ 100% იქნება. სტეფს დრიბლინგი და სროლა აქვს,ხოლო დაცვა სუსტია.ტომსონს შეტევა კარგი აქვს და დაცვაშიც ეპიზოდებში კარგად თამაშობს. ის ხარები ამ მეომრებს რომ დაჯახებოდნენ გადათელავდნენ. :D
ყველა დროის საუკეთესო ხუთეული კი ასეთია: 1. მეჯიკ ჯონსონი
2. მაიკ ჯორდანი
3. ჯულიუს ირვინგი
4. კარლ მელოუნი
5. ბილ რასელი
... და ამას სადაოდ არ ხდის კალათბურთში ჩახედული არც ერთი კაცი, აი მეორე ხუთეულზე კი დავაა ...