12:15 13-02-2016
NBA ALL STAR: ამომავალ ვარსკლავთა მატჩში ამერიკამ მსოფლიოს მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
ცნობისთვის, ამომავალ ვარსკვლავთა შეხვედრაში მხოლოდ იმ კალათბურთელებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც NBA-ში მაქსიმუმ მეორე წელია თამაშობენ.
აშშ-ის ნაკრებში ყველაზე ეფექტური "მინესოტას" მცველი ზაკ ლავინი იყო, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. ამდენივე ქულით მსოფლიოს ნაკრებში გამორჩეულები კრისტაპს პორზინგისი ("ნიუ იორკი") და ემანუელ მუდაი ("დენვერი") იყვნენ.
ამასთან, საგამოფენო მატჩი გაიმართა კანადასა და აშშ-ის გუნდებს შორის, რომელთა შემადგენლობაში ყოფილ კალათბურთელებთან ერთად, შოუ-ბიზნესის, NBA-ს ქალთა ჩემპიონატის, სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებმა ითამაშეს. გამარჯვება კანადის ნაკრებს დარჩა - 74:63.
მატჩის MVP კანადური როკ-ჯგუფის Arcade Fire-ის სოლისტი ვინ ბატლერი გახდა, რომელიც ორმაგი დუბლით გამოირჩა (15 ქულა, 14 მოხსნა).
NBA-ს ოფიციალურმა საიტმა ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც "ვარსკვლავური უიქენდის" პირველი დღის საუკეთესო ეპიზოდებს მოუყარა თავი.
რაც შეეხება NBA-ს ყველა ვარსკლავის მატჩს, ის თბილისის დროით, 15 თებერვალს გამთენიისას გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული