დონჩიჩის მორიგი სამმაგი და გუნდის მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 11 მარტს, "დალას მავერიკსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 115:104 დაამარცხა.

შესანიშნავ ფორმაშია "დალასის" ლიდერი ლუკა დონჩიჩი, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. სლოვენიელმა დღევანდელ შეხვედრაში 22 ქულა, 12 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

გუნდის საუკეთესო მექულე კრისტაპს პორზინგისი გახდა, რომელმაც აქტივში 28 ქულა, 14 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

"სპურსის" რიგებიდან დემარ დეროუზანმა გუნდს 30 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა. სხვა არცერთი მოთამაშე 15-ქულიან ზღვარს არ გადასცდენილა.

19 გამარჯვებითა და 16 მარცხით
"დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "სან ანტონიო" 18 მოგებითა და 15 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება.

"მავერიკსი" მომდევნო მატჩს ხვალ, 12 მარტს, "ოკლაჰომა სიტი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს.

"სან ანტონიო" 13 მარტს "ორლანდო მეჯიქს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული