NBA ALL STAR: ამომავალ ვარსკლავთა მატჩში ამერიკამ მსოფლიოს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 13 თებერვალს, ტორონტოში "ვარსკვლავური უიქენდის" (12-14 თებერვალი) ფარგლებში NBA-ს ამომავალ ვარსკვლავთა მატჩი გაიმართა, რომელშიც აშშ-ის ნაკრები მსოფლიოს ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა, რომელიც ორი 20-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა, ტრადიციული შედეგიანობით გამოირჩა და ამერიკული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 157:154 (88:79, 69:75) დასრულდა.

ცნობისთვის, ამომავალ ვარსკვლავთა შეხვედრაში მხოლოდ იმ კალათბურთელებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც NBA-ში მაქსიმუმ მეორე წელია თამაშობენ.

აშშ-ის ნაკრებში ყველაზე ეფექტური "მინესოტას" მცველი ზაკ ლავინი იყო, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. ამდენივე ქულით მსოფლიოს ნაკრებში გამორჩეულები კრისტაპს პორზინგისი ("ნიუ იორკი") და ემანუელ მუდაი ("დენვერი")
იყვნენ.

ამასთან, საგამოფენო მატჩი გაიმართა კანადასა და აშშ-ის გუნდებს შორის, რომელთა შემადგენლობაში ყოფილ კალათბურთელებთან ერთად, შოუ-ბიზნესის, NBA-ს ქალთა ჩემპიონატის, სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებმა ითამაშეს. გამარჯვება კანადის ნაკრებს დარჩა - 74:63.

მატჩის MVP კანადური როკ-ჯგუფის Arcade Fire-ის სოლისტი ვინ ბატლერი გახდა, რომელიც ორმაგი დუბლით გამოირჩა (15 ქულა, 14 მოხსნა).

NBA-ს ოფიციალურმა საიტმა ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც "ვარსკვლავური უიქენდის" პირველი დღის საუკეთესო ეპიზოდებს მოუყარა თავი.

რაც შეეხება NBA-ს ყველა ვარსკლავის მატჩს, ის თბილისის დროით, 15 თებერვალს გამთენიისას გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული