- "კლიპერსის" ხელმძღვანელობა დაუკავშირდა "დენვერის" წარმომადგენლებს და შესთავაზა ბლეიკ გრიფინისა და ლენს სტივენსონის გაცვლა კენეტ ფარიდში, დანილო გალინარიში, ნიკოლა იოკიჩსა და უილ ბარტონში.
- თუ კლივლენდი" ვერ შეძლებს ტიმოფეი მოზგოვის გაცვლას, მაშინ რუსთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. ასევე გაცვლის ერთ-ერთი კანდიდატია მცველი იმან შამპერტი. "კავალიერზის" ინტერესის სფეროში შემდეგი კალათბურთელები მოექცნენ: კაილ კორვერი ("ატლანტა"), ბენ მაკლემორი, კოსტას კუფოსი (ორივე - "საკრამენტო").
-
- "მაიამის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია მძიმე ფორვარდით რაიან ანდერსონით. ამ კალათბურთელის გაცვლას აპირებს "ნიუ ორლეანი".
- "დენვერი" მზად არის დედლაინის წინ გაცვალოს ჯეი ჯეი ჰიქსონი და კენეტ ფარიდი.
- "ბრუკლინს" სურს ცენტრის ბრუკ ლოპესის ან მძიმე ფორვარდის ტადეუშ იანგის გაცვლა. ერთ-ერთი ვარიანტია იანგის გადასვლა "ტორონტოში" ფორვარდ პატრიკ პატერსონისა და გამთამაშებლის დელონ რაიტის ნაცვლად.
- "მინესოტა" აპირებს რიკი რუბიოს გაცვლას. "ტიმბერვულვზს" უნდა სასტარტოში გაუნთავისუფლოს ადგილი ზაკ ლავინს. "მგლების" ხელმძღვანელობას "მილუოკის" ცენტრის მაილზ პლამლის ხელში ჩაგდება სურთ.
- "ნიუ იორკის" ხელმძღვანელობა განიხილავს შესაფერის ვარიანტს ესპანელი გამთამაშებლის ხოსე კალდერონის ტრეიდისთვის. "ნიქსს" იმედი აქვს, რომ "ატლანტას" გამთამაშებელს ჯეფ ტიგს ჩაიგდებს ხელთ.
- "ორლანდოს" შეფობა მზად არის გაუშვას მცველი ვიქტორ ოლადიპო და ფორვარდი ტობიას ჰარისი. ორლანდოელთა ინტერესიც ჯეფ ტიგი გახლავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"