NBA. რეგულარული სეზონი: ბოშმა სეზონი დაასრულა?

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ერთ-ერთ ლიდერს კრის ბოშს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. კერძოდ, ფლორიდული კლუბის ფორვარდს დაუსვეს დიაგნოზი - "მარცხენა ფეხის თრომბი".

დღეს, კალათბურთელი შეხვდება სპეციალისტებს და გაირკვევა - რამდენად სერიოზულია პრობლემა. კერძოდ, ცნობილი გახდება - შეძლებს თუ არა კრისი ამ სეზონში თამაშს. შეგახსენებთ, რომ ბოშმა სწორედ ამ მიზეზით ვერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

ერთი წლის წინათ, ბოშს ასევე ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები - ფილტვების ემბოლია აღმოაჩნდა, რის გამოც 2014-15 წლების სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში "მაიამის" ფორვარდი საშუალოდ მატჩში 19.1
ქულას, 7.4 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

* * *
"შარლოტ ჰორნეტსის" ფორვარდს მაიკლ კიდ-გილკრისტს მარჯვენა მხარის სამკურნალოდ ოპერაცია ესაჭიროება. ამის გამო, ის სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს.

შეგახსენებთ, რომ კიდ-გილკრისტმა მხარი წინასასეზონო მატჩის დროს დაიზიანა, რის შემდეგაც ოპერაცია გადაიტანა და ჩემპიონატის 46 შეხვედრა გამოტოვა.

მწყობრში დაბრუნების შემდეგ, "ჰორნეტსის" ფორვარდმა შვიდ მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება და საშუალოდ, 12.7 ქულა და 6.4 მოხსნა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული