სპორტი და მოდა: ცხოვრების სტილი MVP-სგან

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ, "ოკლაჰომა-სიტის" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი ზედიზედ მეორედ გახდა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" უძვირფასესი მოთამაშე (MVP).

ის NBA-ის ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავია, თუმცა თავის კოლეგებში სხვა რამითაც გამორჩეულია - მოდის სამყაროშიც მოღვაწეობს და ტანსაცმლის, სპორტული ფეხსაცმლისა თუ სხვადასხვა აქსესუარის საკუთარ ხაზი აქვს.

ჟურნალმა GQ-მ გადაწყვიტა გაერკვია - რას ანიჭებს უპირატესობას უესტბრუკი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

- რომელ მანქანაზე გრჩებათ პირი ღია?
- ეჭვგარეშეა, "ლამბორგინი ავენტადორი". ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანა მსოფლიოში. საათში 100 კილომეტრს 2.9 წამში ავითარებს. მთელს პლანეტაზე მისი რაოდენობა 5 ათასს არ
აღემატება.

- რომელ სასტუმროში გიყვართ გაჩერება?
- "ტრამპ-სოჰო" ნიუ იორკში. ჯერერთი, ბრწყინვალე ადგილზეა აშენებული. გარდა ამისა, შიგნით შესანიშნავი ატმოსფეროა. დაბოლოს, მის გარშემო უამრავი ბრენდული მაღაზია და შესანიშნავი რესტორანია. ასე რომ, ჯერ შოპინგს ჩაატარებთ და შემდეგ, სადმე შეხვალ სასადილოდ.

- რომელ კერძზე გეუფლებათ ნეტარება?
- არ ეტყვით ჩემს მეუღლეს? კალორიული ბურგერი და შემწვარი კარტოფილი. თუმცა ასე იშვიათად ვიკვებები, რადგან სწორ კვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

- რომელი არომატით გადაყავთ ქალები ჭკუიდან?
- რა კითხვაა?! რა თქმა უნდა, Westbrook x Byredo. ამ ხაზის დახმარებით, თქვენ წარმატებული საღამო გარანტირებული გაქვთ, შესაძლოა, მთელი ცხოვრებაც. ეს პარფიუმი დამაჯერებლობას გმატებთ. არ გჯერათ? სცადეთ (იცინის).

- ვინ არის თქვენთვის სტილის შემქმნელი?
- დედა. სწორედ ის ბავშვობიდან გვინერგავდა მე და ჩემს ძმას კარგ გემოვნებას. ამან სადამდეც მიმიყვანა, თავად ხედავთ - მაღალი მოდის სამყაროში თავით გადავეშვი და სხვადასხვა კოლექციის შექმნაში მონაწილეობას ვიღებ.

- ყველაზე მეტად რომელი საათი მოგწონთ?
- "ზენიტ ელ პრიმერო". ერთნაირად ეხამება როგორც კოსტუმებს, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებას.

- ყველაზე მეტად რომელ ჯინსში გრძნობთ თავს კომფორტულად?
- არის რამდენიმე კარგი მოდელი, მაგრამ True Religion - საუკეთესოა. ის იდეალურადაა ჩემს ტანზე.

- სპორტული ფეხსაცმელებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
- "ჯორდანებს". ბევრს უყვარს რეტრო და არც მე ვარ გამონაკლისი. არის კიდევ ერთი, რომელიც ძალიან მომწონს - Westbrook 0. ის ყველანაირად კარგია. საკუთარი თავი თუ არ შეაქე, სხვა არ შეგაქებს.

- რომელი აქსესუარის გარეშე არ შეგიძლიათ გაძლება?
- სათვალის გარეშე. მნიშვნელობა არ აქვს - ჩვეულებრივი შუშაა, მხედველობის კორექტორი თუ მზისგან დამცავი. Westbrook Frames-ის ბოლო კოლექციაში ყველანაირი მოდელია.

- რომელ საპარსს ხმარობთ ყოველდღიურად?
- გაკვირვებული დარჩებით, მაგრამ 27 წლის ვარ და ცხოვრებაში წვერი არ გამიპარსავს. ჩემს სახეზე თმა არ იზრდება.

- კარიერის დასრულების შემდეგ, სად გირჩევნიათ ვარჯიში ფორმის შესანარჩუნებლად?
- იქნებ ბრუკლინში ზღვის პირას გარბენები, ან Manhattan Beach Park-ზე ქვიშაში სირბილი?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერაფერს იტყვი მართლაც საოცარი კალათბურთელია, მაგრამ თავმდაბლობა აკლია. დურანტამდე ჯერ შორია.
dadu
15:00 21-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული