მან თამაშიდან 32-ჯერ ისროლა და 22 ბურთი მოათავსა კალათში, ორიდან ორი სამქულიანი და ათიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, ენტონის ანგარიშზე 20 მოხსნა და ოთხი შედეგიანი პასი მოდის. თანაგუნდელ ჯრიუ ჰოლიდეისთან ერთად, წყვილმა ერთად 79 ქულა, 27 მოხსნა და 13 გადაცემა მიითვალა.
"ოკლაჰომამ" სეზონში მეორედ წააგო "კლივლენდთან", ამჯერად, გამანადგურებელი ანგარიშით. ბილი დონოვანის შეგირდებმა ვერაფერი დაუპირისპირეს სტუმრებს. თუ კევინ დურანტმა და
"ბოსტონმა" უკვე პირველივე წუთებიდან დაიწყო გაქცევა დენვერში და საწყის მეოთხედში მოუსპო ინტრიგა შეხვედრას, როცა 18 ქულით დაწინაურდა. "ნაგეტსმა" მესამე მეოთხედში გაიბრძოლა და სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ "ბოსტონის" კარგმა დაცვამ მეტის საშუალება არ მისცა. რამდენიმე მინი-გაქცევის წყალობით, "კელტებმა" ისევ დაიბრუნეს ორნიშნა კომფორტული უპირატესობა.
"სან ანტონიო" ისევ კავალი ლეონარდის გარეშე თამაშობდა და ოდნავ გაუჭირდა სტუმრად "ფინიქსის" დამარცხება. მოულოდნელად, ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო "სანზის" უკრაინელი ცენტრი ალექსეი ლენი - 23 ქულა. "ფინიქსისთვის" ეს იყო ზედიზედ მე-11 წაგება.
"შარლოტმა" ბრუკლინში ზედიზედ მეხუთე და ბოლო 10 მატჩში მეშვიდე გამარჯვება გაინაღდა. სტუმრების რიგებში ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა, გარდა ამისა, "ჰორნეტსმა" 23 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 41 მოხსნა აიღო, რაც კარგ გუნდურ თამაშზე მეტყველებს.
"ინდიანამ" ზედიზედ მეორე რთულ გასვლით მოგებას მიაღწია სამქულიანი სხვაობით. "ორლანდოსთან" მატჩში, პირველი რიგში, ორივე მხრიდან ბევრი შეცდომაა გამოსაყოფი. ბოლოსკე უფრო იღბლიანები სტუმრები აღმოჩნდნენ - უკანასკნელ წამზე ვიქტორ ოლადიპოს სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია.
მონტა ელისმა და პოლ ჯორჯმა, შესაბამისად, 21 და 20 ქულა დააგროვეს და ჯამში შვიდი სამქულიანი მოათავსეს კალათში.
დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა "ტორონტომ" შინ "მემფისის" წინააღმდეგ. თამაში ხისტი და დაბალშედეგიანი გამოდგა. ორივე გუნდს თამაშიდან რეალიზაციის დაბალი პროცენტი ჰქონდა (40.7 და 36.8), ცუდად ისროდა სამქულიანებს (25.0 და 15.0 პროცენტი) და ცუდად ათამაშებდა ბურთს (12 და 13 შედეგიანი პასი). ამ პირობებში "ტორონტოს" დაეხმარა დემარ დეროზანის ინდივიდუალური ოსტატობა და ვალანჩუნასისა და ბიიომბოს ფარქვეშ კარგი თამაში.
კობი ბრაიანტმა ბოლო მატჩი ჩაატარა ჩიკაგოში. ბოლოჯერ ითამაშა მან ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის პაუ გასოლის წინააღმდეგ. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშმა "ლეგენდასთან გამოთხოვების" აკორდში ჩაიარა. შედეგიც თავიდანვე იყო ცნობილი - "ჩიკაგომ" აუთსაიდერი 11 ქულით დაამარცხა.
"პორტლენდი" აღარ ხუმრობს. "იუტასთან" მოგება ამ გუნდისთვის ზედიზედ მეხუთე და ბოლო 10 მატჩში მეცხრე იყო. დამიენ ლილარდმა და სი ჯეი მაკალუმმა საერთო გუნდური მონაგარის ნახევარი მიითვალეს - 115-დან 61 და მეორე ტაიმში გადაწყვიტეს საკმაოდ ნერვული მატჩის ბედი.
დღის რეკორდები
- 23 წლის ენტონი დევისი ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია ასოციაციის ისტორიაში, ვინც ერთ მატჩში 59 ქულა დააგროვა.გარდა ამისა, ენტონი მხოლოდ მეოთხე კალათბურთელია, რომელმაც ერთ შეხვედრაში მინიმუმ 50 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა. მანამდე იგივე შედეგს მიაღწიეს შაკილ ო'ნილმა (61+23, 2000 წელს), კრის უებერმა (51+26, 2001) და მოზეს მელოუნმა (53+22, 1982 წელს).
- ალექსეი ლენმა 23 ქულით შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. 24 წუთში მან 15-დან ცხრა ორქულიანი და ხუთიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო, რასაც 13 მოხსნა დაუმატა.
- კევინ დურანტმა 26 ქულა მიითვალა "კლივლენდის" წინააღმდეგ. ეს იყო "ოკლაჰომას" ლიდერის ზედიზედ მე-40 მატჩი, როცა ის მინიმუმ 20 ქულას აგროვებს. მოქმედ კალათბურთელებს შორის ეს საუკეთესო შედეგია. დურანტის უახლოესი მდევრია სტივენ კარი. "გოლდენ სტეიტის" ლიდერის ანალოგიური სერია 14 მატჩს აღწევს.
ორი იტალიელი კობის კვალდაკვალ
ორმა იტალიელმა გულშემატკივარმა მიატოვა სამსახური იმისთვის, რომ ცოცხლად ეხილათ თავიანთი კერპის კობი ბრაიანტის ბოლო სეზონი, - წერს ინტერნეტ-რესურსი Bleacher Report. ეს წყვილი დეკემბერში შენიშნეს "ლეიკერსისა და "ფილადელფიას" მატჩზე და როგორც აღმოჩნდა, ეს არ ყოფილა ერთჯერადი აქცია. იტალიელები მთელს ამერიკაში დაყვებიან კალიფორნიულ გუნდს. მაგალითად, გუშინ, ისინი ჩიკაგოში დაესწრნენ "ბულზისა" და "ლეიკერსის" შეხვედრას.
დეტროიტი-ნიუ ორლეანი 106:111
25:28, 30:27, 20:25, 31:31
დ: ჯექსონი (32), დრამონდი (21+14 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (14+5 ჩაჭრა).
ნ-ო: დევიჩი (59+20 მოხსნა), ჰოლიდეი (20+9 პასი+7 მოხსნა).
ოკლაჰომა-კლივლენდი 92:115
28:27, 25:35, 20:33, 19:20
ო: დურანტი (26), უესტბრუკი (20+9 მოხსნა+11 პასი), იბაკა (12).
კ: ლავი (29+11 მოხსნა), ჯეიმსი (25+7 მოხსნა+11 პასი), სმიტი (15), ჯეფერსონი (15), ტომპსონი (14+14 მოხსნა).
დენვერი-ბოსტონი 101:121
17:35, 32:29, 29:27, 23:30
დ: იოკიჩი (23+13 მოხსნა), მუდიაი (18), გალინარი (17), ჰარისი (14), ოგასტინი (13), ბარტონი (10).
ბ: ტომასი (22+12 პასი), ბრედლი (20), ტერნერი (17+9 მოხსნა), სალინჯერი (16+11 მოხსნა), კრაუდერი (13), სმარტი (10).
ფინიქსი-სან ანტონიო 111:118
21:30, 29:30, 32:28, 29:30
ფ: ლენი (23+13 მოხსნა), გუდვინი (14+7 მოხსნა), ტელეტოვიჩი (14), ლოუერი (13+7 მოხსნა), პრაისი (11), ბუკერი (10+6 პასი).
ს-ა: პარკერი (22), მილსი (21), ოლდრიჯი (19+10 მოხსნა), ბატლერი (12), გრინი (11+7 მოხსნა).
ბრუკლინი-შარლოტი 96:104
26:29, 22:26, 25:31, 23:18
ბ: ჯონსონი (17), ლოპესი (16+10 მოხსნა+6 პასი), იანგი (14+8 მოხსნა), ელინგტონი (13), ბრაუნი (12).
შ: უოკერი (28), ჯეფერსონი (18+7 მოხსნა), ბატუმი (16+7 მოხსნა+8 პასი), ლინი (11), ზელერი (10), მარვ. უილიამსი (9+12 მოხსნა).
ორლანდო-ინდიანა 102:105
22:20, 25:27, 32:33, 23:25
ო: ფურნიე (23), ვუჩევიჩი (19+13 მოხსნა), ოლადიპო (17+7 მოხსნა+8 პასი), ჯენინგსი (12+7 პასი), გორდონი (10+11 მოხსნა).
ი: ელისი (21), ჯორჯი (20+6 პასი), მაინმი (14+9 მოხსნა), მაილზი (14), ჯორდან ჰილი (13+10 მოხსნა), ტერნერი (12+8 მოხსნა).
ტორონტო-მემფისი 98:85
22:20, 24:23, 28:21, 24:21
ტ: დეროზანი (21), ლაური (18+7 პასი), ჯოზეფი (14), პატერსონი (11+8 მოხსნა), ვალანჩუნასი (10+12 მოხსნა).
მ: რენდოლფი (18), ჩელმერსი (17), კარტერი (16+7 მოხსნა), სტივენსონი (16).
დალასი-ფილადელფია 129:103
28:30, 38:24, 29:26, 34:23
დ: მეტიუზი (21), ნოვიცკი (18+7 მოხსნა), უილიამსი (15+8 პასი), პარსონსი (15), ბარეა (12), ფელტონი (10), ფაჩულია (9+10 მოხსნა).
ფ: ოკაფორი (31+8 მოხსნა), კენანი (15), კოვინგტონი (14).
ჩიკაგო-ლეიკერსი 126:115
31:30, 31:28, 35:23, 29:34
ჩ: როუზი (24+7 მოხსნა+6 პასი), მური (24), პ. გასოლი (21+7 მოხსნა+5 დაფარება), დანლივი (17), პორტისი (17+7 მოხსნა), მაკდერმოტი (16).
ლ: ბრაიანტი (22), რენდლი (22+12 მოხსნა), კლარკსონი (20+9 მოხსნა), რასელი (15+6 პასი), ბასი (13+7 მოხსნა), უილიამსი (11).
პორტლენდი-იუტა 115:111
18:25, 29:27, 33:30, 35:29
პ: მაკალუმი (31), ლილარდი (30), ჰარკლესი (17+7 მოხსნა), დევისი (11).
ი: ფეივორსი (22+8 მოხსნა), ჰეივორდი (21), ჰუდი (18), მაკი (16+6 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"