ესპანელი მარკ გასოლისთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია. ტერფის ტრავმის სამკურნალოდ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ექიმების პროგნოზი მოედანზე დაბრუნებასთან დაკავშირებით უსიამოვნო აღმოჩნდა "მემფის გრიზლისის" ხელმძღვანელობისთვის.
ესპანელმა დაახლოებით 4-6 თვე უნდა გამოტოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2015-16 წლების საკლუბო სეზონში ცენტრს მოედანზე ვერ ვიხილავთ.
ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის უმცროსი გასოლის რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა.