NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "პორტლენდის" გაჩერება ჭირს

AutoSharing Option
სეზონში ნიკოლა ვუჩევიჩის საუკეთესო თამაშის წყალობით (35 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა), "ორლანდომ" სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი "ფილადელფია". მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდური სხვაობით დაწინაურებას. მოხსნებში უპირატესობა (43 36-ის წინააღმდეგ) და ნაკლები შეცდომა (13-ის 22-ის წინააღმდეგ) გახდა "მეჯიქის" გამარჯვების მთავარი წინაპირობა.

"ვაშინგტონმა" საკუთარ მოედანზე საკმაოდ იოლად და დამაჯერებლად მოუგო "ნიუ ორლეანს". დედაქალაქური გუნდის ლიდერმა ჯონ უოლმა სეზონში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა, 12 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი.

მისგან განსხვავებით, "ნიუ ორლეანის" ლიდერმა ენტონი დევისმა "დეტროიტთან" ბრწყინვალე თამაშის (59 ქულა+20 მოხსნა) შემდეგ, გუშინ მხოლოდ ცხრა ქულა დააგროვა, რაც თითქმის სამით ნაკლებია მის საშუალო ნორმაზე. ასევე უნდა აღვნიშნოთ სხვაობა სამქულიანების რეალიზაციის პროცენტში (46.2 - "ვაშინგტონს" და 26.1 - "ნიუ ორლეანს") და შედეგიან გადაცემებში (29 17-ის წინააღმდეგ). სწორედ ეს ჩამოთვლილი ფაქტორები გახდა ელვინ ჯენტრის შეგირდების წაგების მიზეზი.

"დენვერმა" შინ წააგო "საკრამენტოსთან" და ეს იყო მასპინძლების ზედიზედ მესამე მარცხი. მატჩის მსვლელობისას, სტუმრების უპირატესობა 17 ქულას აღწევდა და ყველაფერი განადგურებისკენ მიდიოდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში "დენვერმა" ანგარიში გაათააბრა და წინ გასვლაც კი შეძლო. და მაინც, შეხვედრის დასკვნილი ნაწილი უფრო უკეთ ჯორჯ კარლის შეგირდებს გამოუვიდათ. "ნაგეტსმა" ვერ შეძლო "საკრამენტოს" ლიდერის დემარკუს კაზინსის შეჩერება, რომელმაც გუნდის საერთო მონაგარის მესამედი მიითვალა - 39 ქულა.

ჯეიმს ჰარდენის სოლიდური თამაშის (42 ქულა) მიუხედავად, "იუტამ" საშინაო არენაზე მაინც გამოსტაცა გამარჯვება "ჰიუსტონს". "ჯაზმენებმა" უკეთესი გუნდური თამაშის წყალობით მოიგეს (ხუთმა მოთამაშემ შეძლო მინიმუმ 10 ქულის დაგროვება), გარდა ამისა, თამაშიდან ტყორცნების უკეთესი რეალიზაცია ჰქონდათ (51.4 პროცენტი 41.4-ის წინააღმდეგ). ამ მოგების შემდეგ, "იუტამ" პლეი ოფის ზონაში შეაღწია და სწორედ "ჰიუსტონი" გამოაგდო იქიდან. ახლა, ამ გუნდებს მოგებების ერთნაირი რაოდენობა (28) აქვთ, მაგრამ "ჯაზს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"პორტლენდმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო. სეზონის დასაწყისში ჩავარდნის შემდეგ, ტერი სტოტსის გუნდმა კარგი ტემპი აკრიფა და ერთი მეორეს მიყოლებით უსწორდება მეტოქეებს. "ბრუკლინთან" გამარჯვებას იოლი არ ეთქმის. მატჩის მსვლელობისას, მასპინძლები 19 ქულით იგებდნენ, მაგრამ "ნეტსმა" იპოვნა რეზერვი თანაფარდობის აღსადგენად და ბოლომდე იბრძოლა მოგებისთვის. მაგრამ, "ბრუკლინმა" ბოლო ორი წუთი აშკარად ჩააგდო - მხოლოდ სამი ქულის აღება შეძლო და ეს წაგებად დაუჯდა.

დღის რეკორდები
- "პორტლენდის" ლიდერებმა - დამიელ ლილარდმა და სიჯეი მაკალუმმა გუშინ, 34-34 ქულის დაგროვება შეძლეს. წინა დღეს, "იუტას" წინააღმდეგ, მათ 30 და 31 ქულა აიღეს. ასე რომ, მცველების ეს დუეტი პირველია ბოლო 36 წლის განმავლობაში, რომელმაც ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ორ მატჩში მინიმუმ 30 ქულა (თითოეულმა) დააგროვა. ბოლოს, ასეთი რამ "სან ანტონიოს" მცველებმა ჯორჯ გერვინმა და ჯეიმს საილასმა შეძლეს.

- გარდა ამისა, ლილარდმა სხვა რამითაც გამოიჩინა თავი: მან ზედიზედ მეხუთე მატჩი ჩაატარა, რომელშიც მინიმუმ 30 ქულით ეხმარებოდა თავის გუნდს. აქამდე, "პორტლენდში" მსგავსი რამ მხოლოდ ერთ მოთამაშეს - ჯეფ პეტრის ჰქონდა გაკეთებული 1970-71 წლების სეზონში.

- ჯონ უოლი მიმდინარე სეზონის მეშვიდე მოთამაშეა, ვინც ერთზე მეტი სამმაგი დუბლი შეასრულა. "ვაშინგტონის" გამთამაშებელი შეუერთდა შემდეგ მოთამაშეებს: დრეიმონდ გრინს (11 სამმაგი დუბლი), რასელ უესტბრუკს (8), რაჟონ რონდოს (5), ჰასან უაიტსაიდს (3), სტივენ კარისა (2) და ჯეიმს ჰარდენს (2).

- ჯეიმს ჰარდენმა "იუტას" წინააღმდეგ 42 ქულა დააგროვა და სეზონში მერვე მატჩი ჩაატარა, რომელშიც მინიმუმ 40 ქულის აღება შეძლო. ის დაეწია ამ მაჩვენებლით სეზონის ლიდერს სტივენ კარის.

ფილადელფია-ორლანდო 115:124
31:33, 31:34, 31:30, 22:27
ფ: სმიტი (22), ოკაფორი (17), ნოელი (16+11 მოხსნა), ტომპსონი (14), კოვინგტონი (12), კენანი (12).
ო: ვუჩევიჩი (35+9 მოხსნა), ოლადიპო (22), ფურნეი (21), გორდონი (11+11 მოხსნა), ილიასოვა (10+8 მოხსნა).

ვაშინგტონი-ნიუ ორლეანი 109:89
24:19, 30:32, 31:14, 24:24
ვ: გორტატი (21+11 მოხსნა), დადლი (18), უოლი (16+12 მოხსნა+11 პასი), სეშენსი (10).
ნ-ო: ჰოლიდეი (20+7 პასი), ანდერსონი (16), დაგლასი (11), დევისი (9+20 მოხსნა).

დენვერი-საკრამენტო 110:114
25:28, 25:33, 27:30, 33:23
დ: ბარტონი (18), გალინარი (17), არტური (14), ფარიდი (13+7 მოხსნა), იოკიჩი (13+13 მოხსნა+6 პასი), მუდიაი (11), ოგასტინი (10), ლოვერნი (10).
ს: კაზინსი (39+9 მოხსნა), გეი (16+10 მოხსნა), კასპი (14+9 მოხსნა), კოული-სტაინი (10), რონდო (4+12 პასი).

იუტა-ჰიუსტონი 117:114 (ო)
34:23, 22:28, 23:32, 27:23, 11:8
ი: ჰეივორდი (28+7 მოხსნა), ფეივორსი (19+12 მოხსნა), ჰუდი (18+5 ჩაჭრა), მაკი (17), ბერკი (15).
ჰ: ჰარდენი (42), არიზა (18), ბევერლი (14), ჰოვარდი (13+16 მოხსნა).

პორტლენდი-ბრუკლინი 112:104
34:21, 29:28, 22:33, 27:22
პ: ლილარდი (34), მაკალუმი (34+6 პასი), ჰენდერსონი (10), ამინუ (10), პლამლი (4+13 მოხსნა).
ბ: ლოპესი (36+10 მოხსნა), ჯონსონი (19+8 მოხსნა), სლოუნი (14), იანგი (8+11 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 55 40 15 72.7
2. ტორონტო 55 37 18 67.3
3. მაიამი 56 32 24 57.1
4. ბოსტონი 58 33 25 56.9
5. ინდიანა 56 30 26 53.6
6. ატლანტა 58 31 27 53.4
7. შარლოტი 55 29 26 52.7
8. ჩიკაგო 55 29 26 52.7
9. დეტროიტი 57 28 29 49.1
10. ვაშინგტონი 55 26 29 47.3
11. ორლანდო 55 25 30 45.5
12. მილუოკი 57 24 33 42.1
13. ნიუ იორკი 58 24 34 41.4
14. ბრუკლინი 57 15 42 26.3
15. ფილადელფია 56 8 48 14.3

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 55 50 5 90.9
2. სან ანტონიო 56 47 9 83.9
3. ოკლაჰომა 56 40 16 71.4
4. კლიპერსი 56 37 19 66.1
5. მემფისი 55 32 23 58.2
6. დალასი 57 30 27 52.6
7. პორტლენდი 57 30 27 52.6
8. იუტა 56 28 28 50.0
9. ჰიუსტონი 57 28 29 49.1
10. საკრამენტო 55 24 31 43.6
11. ნ. ორლეანი 56 22 34 39.3
12. დენვერი 57 22 35 38.6
13. მინესოტა 57 18 39 31.6
14. ფინიქსი 57 14 43 24.6
15. ლეიკერსი 58 11 47 19.0

ქულები
სტივენ კარი (გ-სტ) 29.8
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 28.3
კევინ დურანტი (ოკლ) 27.7
დემარკუს კაზინსი (საკ) 27.3
დემიენ ლილარდი (პორ) 25.1
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 24.8
ენტონი დევისი (ნ-ორ) 24.0
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 24.0
პოლ ჯორჯი (ინდ) 23.4
დემარ დეროზანი (ტორ) 23.3

მოხსნები
ანდრე დრამონდი (დეტ) 14.9
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 14.2
ზაზა ფაჩულია (დალ) 10.8
პაუ გასოლი (ჩიკ) 10.8
კევინ ლავი (კლივ) 10.4
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 10.3
კარლ-ენტონი თაუნსი (მინ) 10.2
ჯულიუს რენდლი (ლეი) 10.0
მარცინ გორტატი (ვაშ) 10.0

პასები
რაჟონ რონდო (საკ) 11.9
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 10.2
ჯონ უოლი (ვაშ) 9.8
კრის პოლი (კლი) 9.5
რიკი რუბიო (მინ) 8.8
დრეიმონდ გრინი (გ-სტ) 7.3
დემიენ ლილარდი (პორ) 7.2
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 7.0
აიზია ტომასი (ბოს) 6.8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლილარდი როგორ დატოვეს ALL STARს მიღმა და საერთოდ ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა NBAში
lili
15:04 25-02-2016
0
ეგრე არ ჯობია ვრცელი სტატია რო დაგიწერიათ?ეგრე გააგრძელეთ
ოკეისი
01:02 25-02-2016
0

სიახლეები პოპულარული