გუშინ, "ოკლაჰომას" გამთამაშებელმა "ჰიუსტონთან" მატჩში 21 ქულა, 15 შედეგიანი პასი და 13 მოხსნა დააგროვა. ეს იყო უესტბრუკის ზედიზედ მესამე და სეზონში მე-15 სამმაგი დუბლი.
გარდა ამისა, ის გახდა მესამე მოთამაშე ბოლო 40 წლის განმავლობაში, ვინც ექვსი სამმაგი დუბლი მიითვალა ერთი კალენდარული თვის განმავლობაში. მანამდე ეს შეძლეს მხოლოდ მაიკლ ჯორ
ამით უესტბრუკის მიღწევები არ მთავრდება. მან კარიერაში მესამედ შეასრულა ზედიზედ სამი ტრიპლ-დაბლი. ასეთი რამ, ისტორიაში მხოლოდ სამ კალათბურთელს გაუკეთებია: მეჯიქ ჯონსონს (ოთხი ასეთი სერია), უილტ ჩემბერლენსა (6) და ოსკარ რობერტსონს (13).
უესტბრუკი ლიდერია ამ სეზონში სამმაგი დუბლების რაოდენობით - ოთხით უსწრებს "გოლდენ სტეიტის" ფორვარდს დრეიმონდ გრინს. ბოლო 27 წლის განმავლობაში, სეზონში მინიმუმ 15 ტრიპლ-დაბლის შესრულება მხოლოდ მეჯიქ ჯონსონმა (17) და მაიკლ ჯორდანმა (15) შეძლეს.
თავისი მიღწევები აქვს "ოკლაჰომას" მეორე ვარსკვლავს კევინ დურანტს. მან "როკეტსის" წინააღმდეგ 23 ქულა დააგროვა და 56-მდე აიყვანა მატჩების სერია, რომელშიც მინიმუმ 20 ქულას აგროვებდა. მისთვის ეს პირადი რეკორდის გამეორებაა. მოქმედ კალათბურთელებს შორის, ანალოგიური მიღწევა აქვს მხოლოდ კობი ბრაიანტს, რომელმაც 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ნოემბრამდე, ზედიზედ 63 მატჩში დააგროვა მინიმუმ 20 ქულა.
აბსოლუტური რეკორდი კი უილტ ჩემბერლენს ეკუთვნის, რომლის სერია 80 მატჩს უდრიდა.
კობი 50 შეუკვეთეს
გუშინ, "მემფისთან" მოგებული მატჩის შემდეგ, "ლეიკერსის" მცველს კობი ბრაიანტს Inside The NBA-ის სტუდიაში ჩართვა ჰქონდა.ბრაიანტის ყოფილმა თანაგუნდელმა შაკილ ო'ნილმა კალიფორნიელთა მცველს გამოწვევა ესროლა - თხოვა კობის კარიერის ბოლო მატჩში 50 ქულა დააგროვოს.
"კობი, შენს ბოლო მატჩზე დიდი ზეიმი იქნება. ბევრი ჩვენთაგანი იქ ვიქნებით. შეგიძლია ერთ რამეს დაგვპირდე?
მინდა, რომ იმ მატჩში 50 ქულა დააგროვო. შეძლებ? ეს შენი ბოლო მატჩია, ბოლო საშინაო შეხვედრა "სტეიპლში". ჩააგდებ ჩვენთვის 50 ქულას?" - თქვა შაკმა.
ბრაიანტმა უპასუხა, რომ ვერ შეძლებს ამ თხოვნის შესრულებას.
ბრუკლინი-შარლოტი 100:105
14:25, 22:21, 28:21, 36:38
ბ: ლოპესი (29+9 მოხსნა+6 პასი), კილპატრიკი (25), ბოგდანოვიჩი (20), იანგი (10+8 მოხსნა).
შ: ბატუმი (23), ლინი (21), უოკერი (14), კამინსკი (14+7 მოხსნა), ჯეფერსონი (10).
ნიუ ორლეანი-მაიამი 99:113
21:35, 19:24, 33:27, 26:27
ნ-ო: ჰოლიდეი (24+6 პასი), ბებიტი (23), დაგლასი (14+9 მოხსნა), ფრეიზერი (11).
მ: უეიდი (25+7 მოხსნა), უაიტსაიდი (24+14 მოხსნა), დრაგიჩი (21+8 მოხსნა), სტაუდმაიერი (16+9 მოხსნა).
ოკლაჰომა-ჰიუსტონი 111:107
28:27, 27:29, 23:21, 33:30
ო: დურანტი (23+7 მოხსნა), უესტბრუკი (21+13 მოხსნა+15 პასი), უეიტერსი (17), იბაკა (15+8 მოხსნა), კანტერი (10+10 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (24+7 მოხსნა+16 პასი), ბევერლი (16), ჰოვარდი (16+13 მოხსნა), არიზა (13+8 მოხსნა), ბიზლი (11).
ლეიკერსი-მემფისი 107:100
25:25, 23:22, 33:31, 26:22
ლ: კლარკსონი (22), ბრაიანტი (20), ბასი (18), უილიამსი (13), რენდლი (13+14 მოხსნა), რასელი (11).
მ: ალენი (27), რენდოლფი (16), სტივენსონი (16).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"