შესაბამისად, გრინი გახდა პირველი მოთამაშე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში მინიმუმ 1000 ქულა, 500 მოხსნა, 500 პასი, 100 ჩაჭრა და 100 დაფარება დააგროვა.
რაც შეეხება თავად სოლტ-ლეიკ სიტიში გამ
"გოლდენ სტეიტისთვის" ეს იყო სეზონში 68-ე მოგება, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. თუმცა ჩემპიონი გაჩერებას არ აპირებს და რეგულარულის ბოლომდე დარჩენილ შვიდ მატჩში ხუთის მოგებას გეგმავს, რათა "ჩიკაგოს" უნიკალური რეკორდი გადაფაროს.
სხვათა შორის, მაიკლ ჯორდანის "ჩიკაგოს" ერთი რეკორდი გუშინ "სან ანტონიომ" დაამხო. ამ გუნდმა სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ზედიზედ 38-ე საშინაო მატჩი მოიგო, რაც აქამდე არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია. თუმცა ამ რეკორდის გამეორების შანსი "გოლდენ სტეიტს" აქვს, რომელიც ასევე დაუმარცხებელია შინ და მისი სერია 36-ს მოგებას შეიცავს. გუნდებმა ამ სეზონში 41-41 საშინაო შეხვედრა უნდა ჩაატარონ.
გუშინდელი დღის კიდევ ერთი რეკორდი "ტორონტომ" დაამყარა. კანადურმა გუნდმა 50-ე მატჩი მოიგო, რაც მის ისტორიაში პირველად მოხდა.
ტორონტო-ატლანტა 105:97
25:20, 29:21, 35:26, 16:30
ტ: დეროზანი (26+6 პასი), ვალანჩუნასი (19+9 მოხსნა), ლოური (17+11 პასი), როსი (13), პაუელი (10).
ა: ტიგი (18), ჰარდუეი (15), შრიოდერი (13), სკოტი (12+8 მოხსნა).
მემფისი-დენვერი 105:109
20:26, 27:33, 21:25, 37:25
მ: რენდოლფი (26), ფარმარი (14), გრინი (13+12 მოხსნა), სტივენსონი (12), ბარნსი (6+11 მოხსნა).
დ: ბარტონი (25), მუდიაი (17), სემპსონი (12), არტური (12+7 მოხსნა), ლოვერნი (12), ოგასტინი (11), იოკიჩი (9+14 მოხსნა).
მილუოკი-ფინიქსი 105:94
28:32, 25:15, 27:28, 25:19
მ: მიდლტონი (26+7 მოხსნა), პარკერი (21), მონრო (14), ანტენტოკუნმპო (10+6 პასი), ენისი (10), ჰენსონი (10+4 დაფარება).
ფ: ტაკერი (20+10 მოხსნა+7 პასი), ბუკერი (18), ნაითი (17), ლენი (17+15 მოხსნა), ჩენდლერი (13+13 მოხსნა).
მინესოტა-კლიპერსი 79:99
17:27, 17:20, 19:32, 26:20
მ: თაუნსი (16+11 მოხსნა), ბიელიცა (14+7 მოხსნა), მუჰამადი (11+8 მოხსნა), დიენგი (3+10 მოხსნა).
კ: პოლი (20+8 მოხსნა+16 პასი), რედიკი (17), ჯორდანი (11+8 მოხსნა), კროუფორდი (10), რივერსი (10), გრინი (10).
დალასი-ნიუ იორკი 91:89
24:30, 27:18, 16:26, 24:15
დ: ბარეა (26+7 პასი), მეტიუზი (16), ფელტონი (11), ნოვიცკი (11).
ნ-ი: ენტონი (31+7 მოხსნა), უილიამსი (15+8 მოხსნა).
სან ანტონიო-ნიუ ორლეანი 100:92
27:26, 19:13, 27:16, 27:37
ს-ა: ჯინობილი (20), გრინი (16), ლეონარდი (16), ოლდრიჯი (11).
ნ-ო: აჟინკა (18+9 მოხსნა), ჰემილტონი (14), ენისი (13), დაგლასი (12), ფრეიზერი (11+7 პასი), კანინგემი (10), ბებიტი (10).
იუტა-გ. სტეიტი 96:103 (ო)
21:26, 19:16, 29:21, 20:26, 7:14
ი: ჰეივორდი (21), ჰუდი (20), ფეივორსი (15+7 მოხსნა), მაკი (12+9 პასი), გობერი (11+18 მოხსნა).
გ-ს: კარი (31+7 მოხსნა), ტომპსონი (18), ბარნსი (15+11 მოხსნა), გრინი (13+8 მოხსნა+6 პასი).
საკრამენტო-ვაშინგტონი 120:111
32:34, 28:21, 29:28, 31:28
ს: კაზინსი (29+10 მოხსნა+5 ჩაჭრა+4 დაფარება), რონდო (15+11 პასი), გეი (15), კასპი (15+8 მოხსნა), კოლისონი (13+10 პასი), კუფოსი (12).
ვ: ბილი (24), პორტერი (20), ნენე (15), უოლი (14+7 მოხსნა+13 პასი), მორისი (13), ტემპლი (11), გორტატი (6+12 მოხსნა).
ლეიკერსი-მაიამი 102:100 (ო)
25:27, 16:21, 26:19, 20:20, 15:13
ლ: კლარკსონი (26), რასელი (16), რენდლი (13+14 მოხსნა), ჰიბერტი (12+9 მოხსნა), უილიამსი (11).
მ: უეიდი (26+10 მოხსნა), დენგი (22+11 მოხსნა), უაიტსაიდი (18+17 მოხსნა+7 დაფარება), დრაგიჩი (11+9 პასი), ჯონსონი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"