დასავლეთ კონფერენციის ლაურეატია "დალას მავერიქსის" სათადარიგო მცველი ჯეი ჯეი ბარეა. ის თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ბარეას ანგარიშზე საშუალოდ 23.5 ქულა, 6.8 შეედგიანი გადაცემა და 3.0 მოხსნა მოდის. პუერტორიკოელმა თამაშიდან 50 პროცენტზე მეტი ჩააგდო და სამქულიანების რეალიზაციის 48 პროცენტი დააფიქსირა. გარდა ამისა, ბარეა ოთხივე მატჩში
გასულ კვირას საუკეთესო მოთამაშის სტატუსზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ: კემბა უოკერი ("შარლოტი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო") და ლამარკუს ოლდრიჯი ("სან ანტონიო").
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"