მან ეს 31 წლის ასაკში მოახერხა, როცა კარიერის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ჯეიმსი NBA-ში ჩატარებულ 984 მატჩიდან 744-ში 22 ან მეტ ქულას აგროვებდა.
ასევი შეხვედრების უფრო დიდი რაოდენობით მხოლოდ კარლ მელოუნი (995), მაიკლ ჯორდანი (865) და კობი ბრაიანტი (820) დაიკვეხნიან. სწორედ ეს რიცხვები იქნება ლებრონ ჯეიმსისთვის ორიენტირი უახლოეს წლებში.
ახლა, მის
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მის დაწყებამდე ჯეიმსი ტოპ-ოცეულის ბოლო ადგილზე იყო. მოდით, ქრონოლოგიურად გავიხსენოთ მისი წინსვლა მე-11 ადგილამდე და იმ კალათბურთელების გვარები, ვინც ლებრონმა უკან ჩამოიტოვა.
17 ნოემბერი. ჯერი უესტი, მე-19 ადგილი. "ლეიკერსის" მცველმა NBA-ში 14 სეზონი ითამაშა და 932 მატჩი ჩაატარა. ლებრონმა მას 13 სეზონისა და 922 მატჩის შემდეგ გაასწრო.
25 ნოემბერი. რეჯი მილერი, მე-18 ადგილი. ჯეიმსი NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთ უდიადეს სნაიპერს ზუსტი სამქულიანის შემდეგ გაუთანაბრდა. საინტერესოა, რომ დღეისთვის რეჯის ლებრონზე 1225 სამქულიანით მეტი აქვს ჩაგდებული.
28 დეკემბერი. ალექს ინგლიში, მე-17 ადგილი. ეს ფორვარდი ორჯერ გახდა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, რაც ლებრონს არასოდეს ღირსებია.
3 თებერვალი. კევინ გარნეტი, მე-16 ადგილი. გარნეტი ლებრონს მოედანზე 60-ჯერ შეხვდა და მისმა გუნდმა 29-ჯერ გაიმარჯვა.
10 თებერვალი. პოლ პირსი, მე-15 ადგილი. გარნეტის გასწრებიდან ერთი კვირის თავზე, ჯეიმსმა გარნეტის ყოფილი პარტნიორიც ჩამოიტოვაა უკან.
5 მარტი. ტიმ დანკანი, მე-14 ადგილი. მათ ექვს-ექვსჯერ მიუღწევიათ ფინალურ სერიამდე, აქედან სამჯერ ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, თუმცა დანკანმა ხუთი საჩემპიონო ბეჭედი მოიგო, ლებრონმა - მხოლოდ ორი.
7 მარტი. ჯონ ჰავლიჩეკი, მე-13 ადგილი. სამწუხაროდ, ამ ლეგენდებს საერთო არაფერი აქვთ.
31 მარტი. დომინიკ უილკინსი, მე-12 ადგილი. "ატლანტას" ყოფილი ფორვარდი საშუალოდ კარიერაში 25.2 ქულას აგროვებდა. ჯეიმსს, ამ მომენტისთვის, 25.1 ქულა აქვს.
1 აპრილი. ოსკარ რობერტსონი, მე-11 ადგილი. ორივენი არჩეულნი იყვნენ დრაფტის პირველ ნომრად, გახდნენ საუკეთესო დებიუტანტები, არანაკლებ ცხრაჯერ შეიყვანეს პირველ სიმბოლურ ნაკრებში და არანაკლებ 12-ჯერ ითამაშეს "ყველა ვარსკვლავის მატჩში".
მათ გარდა, არც ერთ სხვა მოთამაშეს პლეი ოფის ერთ გათამაშებაში არ დაუგროვებია მინიმუმ 30 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა. მათ აგრეთვე ცხრაჯერ დაასრულეს რეგულარული ასეთი სტატისტიკით - "25 ქულა+5 მოხსნა+5 პასი".
დღის რეკორდები
- "ლეიკერსისთვის" მეზობელ "კლიპერსთან" წაგება 62-ე იყო მიმდინარე ჩემპიონატში. ასე რომ, რეგულარულის დასრულებამდე ოთხი მატჩით ადრე, კალიფორნიულმა გუნდმა საკლუბო ანტირეკორდი განაახლა სეზონში წაგებული მატჩების რაოდენობით. ეს ანტირეკორდი გასულ სეზონში დამყარდა.- შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა "ოკლაჰომას" ცენტრმა ენეს კანტერმა "პორტლენდთან" მატჩში. მის ანგარიშზეა 33 ქულა და 20 მოხსნა. ასე რომ, თურქი გახდა პირველი კალათბურთელი "ოკლაჰომას" ისტორიაში, ვინც თავის აქტივში ერთ მატჩში მინიმუმ 30 ქულა და 20 მოხსნა ჩაიწერა.
ინდიანა-კლივლენდი 123:109
36:33, 34:28, 26:21, 27:27
ი: ჯორჯი (29), მაილზი (21), მაინმი (15), ს. ჰილი (15), ელისი (13+8 პასი).
კ: ირვინგი (26), ლავი (23), სმიტი (10), ჯეფერსონი (10), ფრაი (10).
ორლანდო-დეტროიტი 104:108
21:25, 30:19, 26:29, 27:35
ო: ფურნიე (19), პეიტონი (17), ოლადიპო (16), ვუჩევიჩი (15+13 მოხსნა), ნიკოლსონი (14).
დ: ჯექსონი (24), კოლდუელ-პოუპი (18), ჰარისი (13), დრამონდი (13+16 მოხსნა+4 დაფარება), ბულოკი (13).
ვაშინგტონი-ბრუკლინი 121:103
30:23, 24:29, 34:23, 33:28
ვ: ბილი (25), სეშენსი (18+13 პასი), გორტატი (16+12 მოხსნა+4 დაფარება), პორტერი (15), ნენე (13), ტემპლი (10).
ბ: რობინსონი (23+10 მოხსნა), კილპატრიკი (15), ელინგტონი (14), ბრაუნი (13), მაკალოუ (10+5 ჩაჭრა).
ბოსტონი-ნიუ ორლეანი 104:97
23:17, 30:28, 23:28, 28:24
ბ: ტომასი (32+8 პასი), კრაუდერი (14), ბრედლი (13), სმარტი (11).
ნ-ო: დაგლასი (19), ფრეიზერი (18), ბებიტი (16), ჰემილტონი (14), ენისი (13), აჟინკა (10).
ნიუ იორკი-შარლოტი 97:111
25:30, 27:23, 20:28, 25:30
ნ-ი: უილიამსი (17+10 მოხსნა), ვუიაჩიჩი (16), ენტონი (15+7 პასი), გრანტი (14), აფლალო (11), ჰელოუეი (10).
შ: უოკერი (34), ჯეფერსონი (24), კამინსკი (16), მარვ. უილიამსი (13).
დალასი-ჰიუსტონი 88:86
18:22, 34:22, 18:27, 18:15
დ: ბარეა (27+8 პასი), მეტიუზი (16), ჰარისი (10).
ჰ: ჰარდენი (26), ჰოვარდი (14+16 მოხსნა), ბიზლი (15).
პორტლენდი-ოკლაჰომა 120:115
33:26, 39:33, 27:24, 21:32
პ: ამინუ (27), მაკალუმი (26), კრები (16), ჰარკლესი (14), ლილარდი (11+9 პასი), პლამლი (10+7 პასი).
ო: კანტერი (33+20 მოხსნა), უესტბრუკი (25), მოროუ (19), ფოიე (11), პეინი (10), ადამსი (9+12 მოხსნა).
ლეიკერსი-კლიპერსი 81:91
25:29, 17:25, 19:19, 20:18
ლ: ბრაიანტი (17), რასელი (13), კლარკსონი (13), ბლეკი (11), რენდლი (7+20 მოხსნა).
კ: რედიკი (15), ჯორდანი (15+11 მოხსნა+4 დაფარება), პოლი (13+8 პასი), გრიფინი (13), ოლდრიჩი (7+10 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"