* * *
"ლეიკერსთან" მატჩში "ოკლაჰომა-სიტის" გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა უკვე პირველ ტაიმში, კერძოდ, 18 წუთში შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება. ეს არის მეორე ყველაზე სწრაფი ტრიპლ-დაბლი ლიგის ისტორიაში. რეკორდსმენი გახლავთ ჯიმ ტაკერი, რომელმაც 1955 წლის 20 თებერვალს, 17 წუთში გაიფორმა სამმაგი დუბლი.
შესვენებისთვის უესტბრუკს
თავი გამოიჩინა უესტბრუკის პარტნიორმა კევინ დურანტმა. მან 34 ქულა ჩააგდო და ახლა, ზედიზედ 64 მატჩი აქვს ჩატარებული ისე, რომ თითოში მინიმუმ 20 ქულას აგროვებდა. გარდა ამისა, კევინმა კარიერაში მეხუთედ დააგროვა 2000 ქულა.
ამასობაში, "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა ბოლო გასვლითი მატჩი ჩაატარა თავის კარიერაში. კალიფორნიელებმა ოკლაჰომა-სიტიში 79:112 წააგეს. კობის ანგარიშზე 13 ქულა იყო 19 წუთში. კარიერაში თავის ბოლო შეხვედრას ბრაიანტი ხუთშაბათს დილით, შინ "იუტას" წინააღმდეგ გამართავს.
კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ატლანტა ჰოქსის" ფორვარდი პოლ მილსეპი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. მან საშუალოდ 19.0 ქულა, 15.7 მოხსნა და 4.3 დაფარება დააგროვა.დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "მინესოტა ტიმბერვულვზის" ცენტრი მარკ-ენტონი თაუნსი, რომელიც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. დებიუტანტის ანგარიშზე საშუალოდ 21.3 ქულა, 10.3 მოხსნა და 1.7 დაფარება მოდის.
კლივლენდი-ატლანტა 109:94
22:26, 29:19, 39:30, 19:19
კ: ირვინგი (35), ჯეიმსი (34), ლავი (10+14 მოხსნა), დელავედოვა (10), ტომპსონი (9+10 მოხსნა).
ა: ბეიზმორი (23), ტიგი (21+9 პასი), ჰორფორდი (20+11 მოხსნა).
ორლანდო-მილუოკი 107:98
32:22, 26:22, 27:29, 22:25
ო: ილიასოვა (22), ჰეზონია (19+5 ჩაჭრა), დედმონი (17), ფურნიე (13), პეიტონი (11+11 პასი), სმიტი (10+4 დაფარება).
მ: მონრო (23), მიდლტონი (17), პაკერი (17), ანტენტოკუნმპო (11), ენისი (10), პლამლი (4+13 მოხსნა).
ბოსტონი-შარლოტი 100:114
28:24, 13:39, 31:31, 28:20
ბ: ტომასი (17), ბრედლი (17), ტერნერი (15), ოლინიკი (14+11 მოხსნა), ჰანტერი (11), სმარტი (10).
შ: ლინი (25+5 ჩაჭრა), უოკერი (18), მარვ. უილიამსი (16), ჯეფერსონი (16+11 მოხსნა), დენიელსი (11).
ბრუკლინი-ვაშინგტონი 111:120
28:34, 41:36, 29:30, 13:20
ბ: ლარკინი (20), ბოგდანოვიჩი (20), კილპატრიკი (17), ჰოლის-ჯეფერსონი (14), მაკალოუ (12).
ვ: სეშენსი (21+12 პასი), ტორნტონი (19), ჰიქსონი (15), უბრე (14), ტემპლი (11), გორტატი (11), პორტერი (10).
მინესოტა-ჰიუსტონი 105:129
21:38, 26:30, 27:35, 31:26
მ: მუჰამადი (23), ლავინი (21), დიენგი (13), უიგინსი (12), თაუნსი (12), ბიელიცა (11+14 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (34), არიზა (21), ჰოვარდი (19), ბევერლი (11), სმიტი (11), კაპელა (10+10 მოხსნა).
ნიუ ორლეანი-ჩიკაგო 116:121
29:27, 33:26, 26:36, 28:32
ნ-ი: ენისი (29), დაგლასი (21), ფრეიზერი (20+11 პასი), ჰემილტონი (15), აშიქი (14), კანინგემი (10).
ჩ: ბატლერი (23+11 პასი), მიროტიჩი (20), ფელისიო (16), ჰოლიდეი (14), პორტისი (13), დანლივი (12), მაკდერმოტი (10).
ოკლაჰომა-ლეიკერსი 112:79
27:21, 31:27, 31:13, 23:18
ო: დურანტი (34), უესტბრუკი (13+10 მოხსნა+14 პასი), ადამსი (13+15 მოხსნა), მოროუ (10).
ლ: ბრაიანტი (13), უორლდ პისი (12), საკრე (11), რასელი (11), კლარკსონი (11), რენდლი (9+13 მოხსნა).
იუტა-დალასი 92:101
20:22, 26:28, 18:21, 28:30
ი: ჰეივორდი (26), მაკი (18), ფეივორსი (11).
დ: უილიამსი (23), ნოვიცკი (22+11 მოხსნა), მეტიუზი (20), ფელტონი (10).
ფინიქსი-საკრამენტო 101:105
22:26, 27:30, 23:31, 29:18
ფ: ტელეტოვიჩი (26), ბუკერი (22), ლენი (16+12 მოხსნა), ტაკერი (15+10 მოხსნა), ლოუერი (12).
ს: სეტ კარი (20+15 პასი), კუფოსი (19+10 მოხსნა), გეი (15+4 დაფარება), მაკლემორი (14), კოული-სტაინი (11), ანდერსონი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"