12:06 14-04-2016
რაღა გითხრათ? მამბა მიდის - კობი ბრაიანტმა NBA-ში კარიერა 60 ქულით დაასრულა [VIDEO]
AutoSharing Option
ცნობისთვის, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ვეტერანისთვის ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა 2009 წლის შემდეგ, თუმცა 60 ქულა სუპერვარსკვლავის კარიერაში მხოლოდ მეხუთე საუკეთესო შედეგია...
კობი ბრაიანტმა NBA-ს 20 სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 1346 მატჩში 33 643 ქულა (საშუალოდ 25 ქულა მატჩში) მიითვალა. შედეგიანობის მხრივ, ის ლიგის ისტორიაში მესამეა და მხოლოდ ქარიმ აბდულ-ჯაბარსა (38 387) და კარლ მელოუნს (36 928) ჩამორჩება.
1996 წელს ბრაიანტი გახდა ლიგის ისტორიაში პირველი მცველი, რომელიც დრაფტზე პირდაპირ სკოლის მაღალი კლასიდან აიყვანეს. "ლეიკერსში" გატარებული 20 სეზონის განმავლობაში ის NBA-ს ჩემპიონი ხუთჯერ გახდა, 18-ჯერ კი "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე იყო. აშშ-ის ნაკრებში ბრაიანტმა ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები.
"იუტასთან" თამაშის დასრულების შემდეგ მოედნის ცენტში მდგარმა კობიმ მაყურებლებს მიმართა:
"ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი კარიერა დასრულდა. "ლეიკერსის" ყველა გულშემატკივარი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. შეუძლებელია იმ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, რასაც თქვენ მიმართ ვგრძნობ და რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. მე თქვენ მიყვარხართ.
რა შემიძლია კიდევ ვთქვა? მამბა მიდის".
"მომეწონა ის, თუ როგორ დაგვემშვიდობა ბრაიანტი. ჩემი აზრით, ყველაფერი იდეალურად გამოვიდა", - თქვა "ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
პარკეტზე ნამდვილად გენიოსი ოღონდ პიროვნებაზე მთლად მასე პირდაპირაც ვერ იტყვი. ცნობილი ფაქტია რომ საკმაოდ რთული ხასიათი აქვს. თითო-ოროლა კალათბურთელი თუ ეგუებოდა მის ხასიათს და დედამისის ისტორიაც ცალკე თემაა
0
0
შავი მარგალიტი. განუმეორებელი კალათბურთელი და უდიდესი პიროვნება.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული