NBA. პლეი ოფი: "ატლანტამ" "ბოსტონთან" ნავსი 58 წლის შემდეგ გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ატლანტამ", 1958 წლის შემდეგ პირველად, NBA-ს პლეი ოფის სერიაში "ბოსტონის" ძლევა მოახერხა.

ჯორჯიელებმა ბოსტონში გამართული სერიის მეექვსე მატჩში მეტოქე ანგარიშით 104:92 დაამარცხეს, სერია 4:2 მოიგეს და ასოციაციის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდთან ურთიერთშეხვედრებში 58-წლიან წარუმატებელ სერიას წერტილი დაუსვეს.

ბოლოს "ატლანტა ჰოუქსმა" "სელტიკს" პლეი ოფში 1958 წელს აჯობა, მას შემდეგ კი "ბოსტონმა" ზედიზედ ცხრაჯერ დაამარცხა პრინციპული მეტოქე, მათ შორის, 2008 და 2012 წლებში.

რაც შეეხება თბილისის დროით 29 აპრილს გამართულ დასავლეთ კონფერენციის 1/4-ფინალურ შეხვედრას, სტუმრებმა პირველი ნახევარი 8 ქულის სხვაობით მოიგეს, შესვენების
შემდეგ კი ლიდერობა გაიმყარეს. "ბოსტონს" მხოლოდ თამაშის ბოლო მეოთხედში მიეცა სხვაობის შემცირების საშუალება.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მასპინძელი აიზია ტომასი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (25 ქულა, 10 პასი). გამარჯებულთა შორის კი, სადაც ქულათა ორნიშნა მაჩვენებლით სასტარტო ხუთეულის ყველა წევრი გამოირჩა, საუკეთესო პოლ მილსეპი იყო 17 ქულით.

დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "ატლანტა" "კლივლენდს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული