NBA. პლეი ოფი: 118 წამი სიგიჟე და მრისხანება

AutoSharing Option
თუ ამ სეზონში "გოლდენ სტეიტის" გამოსვლის სტატისტიკასა და მიმდინარეობას დაგავავლებდით თვალს, თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ სერიის მეორე მატჩში "ოკლაჰომა" აუცილებლად წააგებდა.

საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონში მოქმედ ჩემპიონს არასოდეს წაუგია ზედიზედ ორი მატჩი (11 შემთხვევა), ბოლო ორ პლეი ოფში კი აუცილებლად ანადგურებდა მეტოქეს, რომელიც ბედავდა და წინ გადიოდა სერიაში ("+17" "მემფისთან" მეოთხე მატჩში და "+21" "კლივლენდთან" მეოთხე შეხვედრაში).

გამონაკლისი არც გუშინდელი მატჩი ყოფილა. კევინ დურანტმა და კომპანიამ ჩააგდო მეორე მეოთხედის ბოლო ნაწილი და მესამე მეოთხედი, რითაც ბოლო 12-წუთეული ფორმალობა
გახდა.

დიდი შესვენების შემდეგ, სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს სტივენ კარის. "უორიორზის" ლიდერმა მესამე მეოთხედში 17 ქულა ჩააგდო, აქედან 15 ზედიზედ, თანაც სულ რაღაც 118 (!) წამში. სწორედ კარი გახდა 39:15 გაქცევის მთავარი მოქმედი პირი, რის შემდეგაც, გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

გ. სტეიტი-ოკლაჰომა 118:91
27:20, 30:29, 31:19, 30:23
გ-ს: კარი (28+3 პასი), ტომპსონი (15+4 პასი), იგუოდალა (14+3 ჩაჭრა), სპეიტსი (13), ეზელი (12+5 მოხსნა), ბარნსი (11+6 მოხსნა+3 პასი), გრინი (10+8 მოხსნა+7 პასი+2 დაფარება), ბოგუტი (4+6 მოხსნა), ბარბოზა (4), ვარეჟაო (4), ლივინგსტონი (2+3 პასი), კლარკი (1).
ო: დურანტი (29+6 მოხსნა), უესტბრუკი (16+12 პასი), ადამსი (9+10 მოხსნა), უეიტერსი (7+3 პასი), კანტერი (6), მოროუ (5), რობერსონი (5), ფოიე (5), კოლისონი (4), იბაკა (3+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), პეინი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50.6/44.9), სამქულიანები (46.4/30.4), საჯარიმოები (67.9/73.7).
სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული