NBA. პლეი ოფი: ჩემპიონს მაგრად მოხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მას შემდეგ, რაც "გოლდენ სტეიტმა" სტივენ კარი დრაფტზე აირჩია, იქედან მოყოლებული ამ გუნდს არასოდეს გაუშვია საკუთარ ფარში იმდენი ქულა, რამდენიც დასავლეთი კონფერენციის ფინალური სერიის მესამე მატჩში. "მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ "მეომრების" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა.

მან იმის შესახებ მიანიშნა, რომ მის გუნდს დაცვაში თამაში არ ჰქონია. მასპინძლებმა 133 ქულა დააგროვეს და ეს იმის მიუხედავად, რომ მატჩში მხოლოდ რვა სამქულიანი გამოიყენეს. ეს იმას ნიშნავს, რომ "გოლდენ სტეიტის" სამწამიანში სრული ქაოსი სუფევდა. ამ ზონიდან "ოკლაჰომამ" 62 ქულა დააგროვა.
მასპინძლებს ასევე ბევრი ჰქონდათ კონტრშეტევები, რამაც მათ 29 ქულა მოუტანა.

"ოკლაჰომამ" პლეი ოფის მატჩებისთვის შედეგიანობის საკლუბო რეკორდი დაამყარა. გარდა ამისა, მოახერხა ის, რომ "გოლდენ სტეიტი" ამ სეზონში პირველად აგებდა მატჩის მსვლელობისას 41 ქულის (!) სხვაობით.

ეს შესაძლებელი გახდა "თანდერის" სამწვრთნელო გუნდის გადაწყვეტილებით - ხშირად გამოეყენებინათ ხუთეული, რომელშიც იბაკა იქნებოდა ერთადერთი მაღალი. და აღმოჩნდა, რომ "ოკლაჰომა" სტივენ ადამსისა და ენეს კარტერის გარეშე გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურება. როცა ეს ორი ცენტრი მოედანზე არ იყო, "ოკლაჰომამ" 35-დან 25 ტყორცნა გამოიყენა (მეტოქემ - 36-დან 12) და მოწინააღმდეგეზე 34 ქულით მეტი დააგროვა. დიდწილად, ეს უესტბრუკის, უეიტერსის, რობერსონის, დურანტისა და იბაკას ხუთეულის დამსახურებაა. მათ ერთად 12 წუთი ითამაშეს და სარგებლიანობის "+30" კოეფიციენტი დააფიქსირეს.

მოკლედ, "ოკლაჰომამ" სერიოზული დარტყმა მიაყენა მეტოქეს და წაიყვანა სერიაში ანგარიში. ახლა ველოდებით "გოლდენ სტეიტის" პასუხს.

კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ მიმდინარე სეზონში "უორიორზს" არასოდეს წაუგია ზედიზედ ორი მატჩი (12 შეხვედრაში წაგებას აუცილებლად მოჰყვებოდა გამარჯვება), შარშან კი 1:2 ჩამორჩა "მემფისთან" და "კლივლენდთან" სერიებში, რის შემდეგაც აუცილებლად იგებდა სერიის მეოთხე მატჩს.

"ციფრებთან დაკავშირებით კარგი მეხსიერება გვაქვს, ამაშია ჩვენი ძალა, - განაცხადა კერმა. - თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მეოთხე შეხვედრაში კარგ თამაშს ვუჩვენებთ. მაგრამ გვეყოფა თუ არა ეს, თამაშის დროს გამოჩნდება".

ოკლაჰომა-გ. სტეიტი 133:105
34:28, 38:19, 45:33, 16:25
ო: დურანტი (33+8 მოხსნა+3 დაფარება), უესტბრუკი (30+12 პასი+8 მოხსნა), იბაკა (14+8 მოხსნა+2 დაფარება), რობერსონი (13+6 მოხსნა), უეიტერსი (13+3 პასი), კანტერი (10+12 მოხსნა), ადამსი (8+5 მოხსნა), პეინი (4+2 დაფარება), ფოიე (4), მოროუ (2), სინგლერი (2).
გ-ს: კარი (24+მოხსნა+3 პასი), ტომპსონი (18), იგუოდალა (9+3 პასი), კლარკი (8+3 პასი), ეზელი (8), სპეიტსი (8), ბარნსი (7), გრინი (6+3 პასი), ლივინგსტონი (6+3 პასი), ბარბოზა (5), რაში (4+7 მოხსნა), ბოგუტი (2+5 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50/41.3), სამქულიანები (32/30.3), საჯარიმოები (89.2/76).
სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული