11:21 26-05-2016
+38! - "კლივლენდმა" "ტორონტო" გაანადგურა [VIDEO]
AutoSharing Option
"კლივლენდმა" საკუთარ მოედანზე "ტორონტოს" უმასპინძლა და ანგარიშით 116:78 გაანადგურა. ამ მატჩის შემდეგ "კლივლენდი" სერიაში დაწინაურდა - 3:2.
"კლივლენდის" ერთბაშად სამი კალათბურთელი გადასცდა 20-ქულიან ზღვარს. კევინ ლავმა ყველაზე მეტი, 25 ქულა ჩააგდო, რასაც 2-2 მოხსნა და პასი მიამატა. აღსანიშნავია ლავის სიზუსტე, რომელმაც 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 6-დან 6-ვე ჯარიმა ჩააგდო.
ლავის შემდეგ ყველაზე მეტი, 23 ქულა კაირი ირვინგმა დააგროვა, რომელმაც საკუთარ მონაგარს 3-3 მოხსნა და პასი დაუმატა. თანაგუნდელის მსგავსად, 23 ქულა მიითვალა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც ასევე 8 პასი და 6 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
"ტორონტოდან" დემარ დეროზანმა 14 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ხოლო კაილ ლოურიმ 13 ქულა, 6 პასი და 3 პასი მოაგროვა, ხოლო ბურთი 5-ჯერ დაკარგა.
პლეი ოფის მე-6 შეხვედრა ტორონტოში 28 მაისს გაიმართება.
კლივლენდი-ტორონტო 116:78
(37:19, 28:15, 35:26, 16:18)
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული