"კლივლენდმა" "ტორონტოს" მოუგო და NBA-ს პლეი ოფის პირველი ფინალისტია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს მიმდინარე პლეი ოფში პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. თბილისის დროით 28 მაისს, გამთენიისას, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეექვსე მატჩი გაიმართა, რომელშიც "კლივლენდ კავალიერზმა" სტუმრად "ტორონტო რაპტორზს" ანგარიშით 113:87 სძლია, სერია 4:2 მოიგო და შედეგად, ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს, ისტორიაში კი - მესამედ.

გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი იყო - 33 ქულა, 11 მოხსნა. კევინ ლავის ანგარიშზე 20 ქულა და 12 მოხსნაა. მასპინძელთა შორის საუკეთესო 35 ქულით კაილ ლოური იყო.

"კავალიერზის" მეტოქე "გოლდენ სტეიტისა" და "ოკლაჰომას" დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს, ფინალური
სერია კი სტარტს 2 ივნისს აიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული