NBA. პლეი ოფი: სეზონი გადარჩენილია? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერიის მეექვსე მატჩში 11 სამქულიანის ჩაგდებით და 41 ქულის დაგროვებით, კლეი ტომპსონმა სეზონი გადაურჩინა "გოლდენ სტეიტს". თუ ხვალ ჩემპიონი მოიგებს მეშვიდე შეხვედრას და გახდება მხოლოდ მეათე გუნდი NBA-ის ისტორიაში, რომელიც 1:3-დან გაიმარჯვებს პლეი ოფის სერიაში, ამაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ტომპსონს ექნება.

"მეომრების" მცველმა ყველაზე მეტად ბოლო მეოთხედში მოინდომა, რომელშიც 19 ქულა დააგროვა. თუმცა მისი პირველი მინი-გმირობა მეორე მეოთხედში იყო, როცა "ოკლაჰომა" 13 ქულით დავიდა წინ და ამას ტომპსონმა ზედიზედ ორი ზუსტი სამქულიანით უპასუხა.

უნდა აღვნიშნოთ "გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელის
სტივ კერის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - მან კევინ დურანტს მეურვედ ანდრე იგუოდალა მიუჩინა და ამ სვლამ გაამართლა. თითქოს დურანტის მიერ დაგროვებული 29 ქულა ცოტა არ არის, მაგრამ მან 31-დან 21 ტყორცნა ააცილა, მათ შორის, რვიდან შვიდი სამქულიანი.

სამქულიანების შესრულების მხრივ, პრობლემები ჰქონდათ რასელ უესტბრუკსაც (5-დან 0) და სერჟ იბაკასაც (6-დან 1), გარდა ამისა, მასპინძლების რეზერვისტებმა მხოლოდ 11 ქულა დააგროვეს. მიუხედავად ამისა, ბოლო მეოთხედის წინ, "ოკლაჰომა" რვა ქულით იყო წინ. და მაინც, "თანდერმა" ბოლო 12-წუთეულში ვეღარ გაუძრო ტომპსონის, იგუოდალასა და სტივენ კარის ზეწოლას, რომელსაც ერთი შედეგიანი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე.

მასპინძელთა გუნდი შეცდომებმა დაღუპა. ბოლო 2.55 წუთში "ოკლაჰომას" ექვსი შეცდომა ჰქონდა, უესტბრუკმა კი ბოლო 55 წამში სამჯერ აჩუქა ბურთი მეტოქეს. სწორედ ამის წყალობით გახდა შესაძლებელი "გოლდენ სტეიტის" 12:2 სპურტი.

გ. სტეიტი-ოკლაჰომა 120:111
25:21, 33:29, 23:27, 39:34
გ-ს: კარი (31+7 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა), ტომპსონი (27+5 მოხსნა), ბოგუტი (15+14 მოხსნა+2 დაფარება), სპეიტსი (14), გრინი (11+13 მოხსნა+4 დაფარება+4 პასი), იგუოდალა (8+8 პასი), ბარნსი (6), ლივინგსტონი (6), ეზელი (2).
ო: დურანტი (40+7 მოხსნა+4 პასი), უესტბრუკი (31+8 პასი+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), იბაკა (13+8 მოხსნა+3 პასი), მოროუ (10), ადამსი (8+10 მოხსნა), რობერსონი (6+6 მოხსნა+3 პასი), ფოიე (2), კანტერი (1), უეიტერსი (0+4 პასი).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (47.1/42.9), სამქულიანები (37.5/43.3), საჯარიმოები (91.2/83.3).

ოკლაჰომა-გ. სტეიტი 101:108
23:20, 30:28, 30:27, 18:33
ო: დურანტი (29+7 მოხსნა+3 დაფარება+3 პასი), უესტბრუკი (28+11 პასი+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), იბაკა (13+9 მოხსნა+3 დაფარება), რობერსონი (11+8 მოხსნა+3 დაფარება), ადამსი (9+9 მოხსნა), კანტერი (8), უეიტერსი (3).
გ-ს: ტომპსონი (41), კარი (29+10 მოხსნა+9 პასი), გრინი (14+12 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ბარნსი (9), იგუოდალა (8+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბოგუტი (5+5 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), ეზელი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.2/41.4), სამქულიანები (13/47.7), საჯარიმოები (68.8/62.5).
სერია: 3-3

* * *
"ტორონტომ" ვეღარ შეძლო მესამედ საკუთარ მოედანზე "კლივლენდის" დამარცხება და სერიის მეშვიდე მატჩში გადაყვანა. მასპინძლებმა თავიდანვე მისცეს მეტოქეს ინიციატივა, როცა პირველი მეოთხედში შუაში 0:10 სპურტი გამოეპარათ. "კლივლენდმა" დიდი შესვენებისთვის პირველ ტაიმში მაქსიმალური უპირატესობა - "+14" დააფიქსირა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში 21-მდე გაიზარდა.

კაილ ლოურის რამდენიმე ურთულესი ტყორცნის შემდეგ, "ტორონტომ" შეძლო მეოთხე მეოთხედში სხვაობის 10 ქულამდე შემცირება, მაგრამ ლოური და დემარ დეროზანი ყოველთვის ვერ ჩააგდებდნენ, ხოლო მათმა ვერც ერთმა პარტნიორმა ვერ შეძლო 10-ქულიანი ზღვარის გადალახვა. შესაბამისად, "კლივლენდმა" ძალიან მალე დაიბრუნა 20-ქულიანი უპირატესობა და ფინალურ სერიაში დაბრუნდა. ბრწყინვალე ლებრონ ჯეიმსი კი მერვე კალათბურთელი გახდა ისტორიაში (და პირველი 60-იანი წლების ლეგენდარული "ბოსტონის" წარმომადგენლების შემდეგ), ვინც ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს NBA-ის ფინალურ სერიაში.

ტორონტო-კლივლენდი 87:113
25:31, 16:24, 33:31, 13:27
ტ: ლოური (35+3 პასი), დეროზანი (20+3 პასი), პატერსონი (9), კეროლი (7+6 მოხსნა), ვალანჩუნასი (6+8 მოხსნა), ბიიომბო (4+9 მოხსნა), ჯოზეფი (2), ჯონსონი (2), პაუელი (2).
კ: ჯეიმსი (33+11 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), ირვინგი (30+9 პასი+3 ჩაჭრა), ლავი (20+12 მოხსნა+4 პასი), სმიტი (15), ფრაი (6), დელავედოვა (4), ჯეფერსონი (3), ტომპსონი (2+5 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.8/54.1), სამქულიანები (32/54.8), საჯარიმოები (76.5/76.2).
სერია: 2-4

დღის ციფრები
- "გოლდენ სტეიტის" შემტევმა მცველმა კლეი ტომპსონმა 18-დან 11 სამქულიანი გამოიყენა, რითაც პლეი ოფის ყველა დროის რეკორდი დაამყარა ერთ მატჩში ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობით. წინა რეკორდს (9 ზუსტი სამქულიანი) ოთხი კალათბურთელი ფლობდა: რექს ჩეპმენი (1996-97), ვინს კარტერი (2000-01), რეი ალენი (ორჯერ - 2000-01 და 2008-09) და ჯეისონ ტერი (2010-11).

- პირველად მიმდინარე პლეი ოფში, "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა სტივენ კარიმ ვერ შეძლო პირველ მეოთხედში ქულის აღება.

- კარიმ გუშინდელ მატჩში ექვსი სამქულიანი ჩააგდო, რითაც პლეი ოფში 203 ზუსტი შორეული ტყორცნა დაუგროვდა. სტეფმა საერთო სიაში მაიკლ ფინლისა და სკოტი პიპენს გაუსწრო და მე-12 ადგილზე გადავიდა. ახლა, კარის უახლოესი სამიზნეა ჯეისონ ტერი 207 სამქულიანით.

- "გოლდენ სტეიტი" 31-ე გუნდი გახდა პლეი ოფის ისტორიაში, რომელმაც 1:3-დან შეძლო სერიაში ანგარიშის გათანაბრება. 1:3-დან კონფერენციის ფინალის მოგება მხოლოდ სამმა გუნდმა შეძლო: ორჯერ "ბოსტონმა" 1967-68 და 1980-81 წლების სეზონებში, აგრეთვე "ვაშინგტონმა" 1978-79 წლების სეზონში. ამასთან, "ბოსტონი" ორივე შემთხვევაში ჩემპიონი გახდა.

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციას საბოლოოდ შეაჯამა 2015-16 წლების რეგულარული ჩემპიონატის შედეგები. 129 ადამიანის გამოკითხვის შედეგად, გამოვლინდა სამი სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა.

I სიმბოლური
ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) 637
კავაი ლეონარდი (სან ანტონიო) 575
დეანდრე ჯორდანი (კლიპერსი) 317
სტივენ კარი (გ. სტეიტი) 645
რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა) 627

II სიმბოლური
კევინ დურანტი (ოკლაჰომა) 452
დრეიმონდ გრინი (გ. სტეიტი) 431
დემარკუს კაზინსი (საკრამენტო) 277
კრის პოლი (კლიპერსი) 353
დამიენ ლილარდი (პორტლენდი) 217

III სიმბოლური
პოლ ჯორჯი (ინდიანა) 157
ლამარკუს ოლდრიჯი (სან ანტონიო) 103
ანდრე დრამონდი (დეტროიტი) 173
კლეი ტომპსონი (გ. სტეიტი) 164
კაილ ლოური (ტორონტო) 155

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გივი, Stephen ერთადერთი სახელია ინგლისურში რომელიც ძაან განსხვავებულად იკითხება და გამოითქმის როგორც სტივენ
Stephen
12:23 30-05-2016
0
Stephen ჰქვია და steph შემოკლებით და არა სტივენი გაიგეთ რა
გივი
11:48 30-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული