ლებრონის გიჟური "ალეი უპი" და "კლივლენდის" 30-ქულიანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ივნისს, გამთენიისას, NBA-ს ფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართა.

"კლივლენდმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და ანგარიშით 120:90 მოუგო. ამ გამარჯვებით "კლივლენდმა" სერიაში ანგარიში 1:2 გახადა.

"კლივლენდს" ლებრონ ჯეიმსმა (32), კაირი ირვინგმა (30) და ჯეი არ სმიტმა (20) ულიდერეს. სამივე კალათბურთელმა ჯამში 82 ქულა მოაგროვა.

რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", სტუმართა ლიდერებმა: სტეფ კარიმ, კლეი ტომპსონმა და დრეიმონდ გრინმა ჯამში 35 ქულა დააგროვეს. ეს მაჩვენებელი აღნიშნული სამეულისთვის ყველაზე ცუდია მიმდინარე სეზონში.

Sportall.Ge

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა ლებრონ ჯეიმსმა მოიპოვა, რასაც 11 მოხსნა და
6 პასი მიამატა. ლებრონის გარდა, ორმაგი დუბლის გაფორმება ტრისტან ტომპსონმა შეძლო - 14 ქულა და 13 მოხსნა.

ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრას 11 ივნისს კვლავ "კლივლენდი" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაც შეიძლება კალათბურთელმა აკეთოს, ყველაფერი შეუძლია და ტანაც, უმაღლეს დონეზე. მაგარია!
მართლაც ყველაფერი შეუძლია!
13:40 09-06-2016
0
ჰაჰააა მეფე გააბრაზეს :)))
mefe
12:49 09-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული