ვინს კარტერი წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
ვეტერანის ასაკის მიუხედავად, 39 წლის ვინს კარტერი კიდევ ორი წელი აპირებს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშს. ასე რომ, კარიერის დასრულების მომენტში ფორვარდი 41 წლის იქნება.

კარტერმა ასოციაციაში 18 სეზონი გაატარა და "ტორონტოს", "ნიუ ჯერსის", "ორლანდოს", "ფინიქსისა" და "დალასის" ღირსებას იცავდა. ის 24-ე ადგილზეა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის. ვინსის ანგარიშზე 23969 ქულაა და 23-ე ადგილზე მყოფ ალენ აივერსონამდე 399 ქულა აკლია.

აღვნიშნავთ, რომ ასაკი სერიოზულ დაღს ასვამს კარტერის პროდუქტიულობას, ამიტომაც უცნობია, მოისურვებს თუ არა მისი ამჟამინდელი კლუბი "მემფისი" მასთან კონტრაქტის
გაგრძელებას. ვინსის მოქმედი ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლომდეა ძალაში.

ბოლო ორი სეზონი ყველაზე ცუდი იყო კარტერის კარიერაში. წელს მან 60 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 6.6 ქულას, 2.4 მოხსნასა და 0.9 შედეგიან პასს აგროვებდა.

პირსი დამთავრებაზე ფიქრობს
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" 38 წლის ვეტერანს პოლ პირსს ჯერ არ მიუღია კარიერის დასრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება. ამ საკითხთან დაკავშირებით ის უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება.

"მომავალ სეზონში ჩემი მოედანზე გამოჩენის შანსებია 51 პროცენტი 49-ის წინააღმდეგ. 51 ჩემი ხმაა, 49 - ოჯახის. ჩემი მეუღლის აზრი ჩემთვის დიდ როლს თამაშობს.

ნებისმიერ შემთხვევაში, კარიერის დასრულების შემდეგ, არ ვაპირებ სახლში ჯდომას. რაც არ უნდა იყოს, თუ მე 2016-17 წლების სეზონში ვითამაშებ, ეს იქნება ჩემთვის ბოლო ჩემპიონატი", - თქვა პირსმა.

აღვნიშნავთ, რომ შარშან, პირსმა ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა კარიერაში - 68 მატჩში საშუალოდ, 6.1 ქულას, 2.7 მოხსნასა და 1.0 შედეგიან პასს აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული