NBA-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს - ეს მხოლოდ "კლივლენდს" შეუძლია [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონი, ისტორიაში პირველად, "კლივლენდ კავალიერზი" გახდა, რომელმაც ფინალური სერიის მეშვიდე, გადამწყვეტი მატჩში, სტუმრად "გოლდენ სტეიტ უარიორზი" 93:89 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "კლივლენდი" გახდა პირველი გუნდი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც სერიაში ანგარიშით 1:3 ჩამორჩენის მიუხედავად, ჩემპიონობის მოპოვება შეძლო.

თბილისის დროით, 20 ივნისს გამთენიისას ჩატარებულ მატჩში პირველი მეოთხედი სტუმრებმა 23:22 მოიგეს, თუმცა ამის შემდეგ უპირატესობას შარშანდელი ჩემპიონები დაუეფლნენ - "გოლდენ სტეიტმა" შეხვედრის პირველი ნახევარი 49:42 მოიგო, მესამე მეოთხედის შემდეგ კი ერთქულიან უპირატესობას ფლობდა - 76:75.

ბოლო მეოთხედში ანგარიშში დაწინაურებას ხან ერთი, ხან მეორე
გუნდი ახერხებდა, სხვაობა კი 1-3 ქულას შეადგენდა. მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე ლებრონ ჯეიმსმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში 93:89 გახდა. სტივენ კარის შორეულმა ტყორცნამ მიზანს ვერ მიაღწია...
იხილეთ თამაშის ვიდეო
Sportall.Ge

ამ მატჩში ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა (27 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი).

იხილეთ დაჯილდოების ვიდეო
Sportall.Ge
ფინალის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც ეს პრიზი მესამედ მოიპოვა. ამით ლებრონი გაუტოლდა ისეთ ლეგენდარულ კალათბურთელებს, როგორებიც არიან შაკილ ო'ნილი, ტიმ დანკანი, მეჯიქ ჯონსონი და მაიკლ ჯორდანი.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ფინალშიც ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ოღონდ მაშინ "უორიორზმა" სერია 4:2 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს მხოლოდ მეფე ლებრონს შეუძლია.
mate
21:16 20-06-2016
0
ეს მხოლოდ ლებრონს შეუძლია, ჯორდანი პირველი იყო და პირველად რჩება, დღეს ჯეიმსი ნამდვილი მეფეა, იმ პიჟონს რომ მოუგო, მარტო ეგ რად ღირს
ბმბ
15:52 20-06-2016
0

სიახლეები პოპულარული