NBA-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს - ეს მხოლოდ "კლივლენდს" შეუძლია [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონი, ისტორიაში პირველად, "კლივლენდ კავალიერზი" გახდა, რომელმაც ფინალური სერიის მეშვიდე, გადამწყვეტი მატჩში, სტუმრად "გოლდენ სტეიტ უარიორზი" 93:89 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "კლივლენდი" გახდა პირველი გუნდი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც სერიაში ანგარიშით 1:3 ჩამორჩენის მიუხედავად, ჩემპიონობის მოპოვება შეძლო.

თბილისის დროით, 20 ივნისს გამთენიისას ჩატარებულ მატჩში პირველი მეოთხედი სტუმრებმა 23:22 მოიგეს, თუმცა ამის შემდეგ უპირატესობას შარშანდელი ჩემპიონები დაუეფლნენ - "გოლდენ სტეიტმა" შეხვედრის პირველი ნახევარი 49:42 მოიგო, მესამე მეოთხედის შემდეგ კი ერთქულიან უპირატესობას ფლობდა - 76:75.

ბოლო მეოთხედში ანგარიშში დაწინაურებას ხან ერთი, ხან მეორე
გუნდი ახერხებდა, სხვაობა კი 1-3 ქულას შეადგენდა. მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე ლებრონ ჯეიმსმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში 93:89 გახდა. სტივენ კარის შორეულმა ტყორცნამ მიზანს ვერ მიაღწია...
იხილეთ თამაშის ვიდეო
Sportall.Ge

ამ მატჩში ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა (27 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი).

იხილეთ დაჯილდოების ვიდეო
Sportall.Ge
ფინალის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც ეს პრიზი მესამედ მოიპოვა. ამით ლებრონი გაუტოლდა ისეთ ლეგენდარულ კალათბურთელებს, როგორებიც არიან შაკილ ო'ნილი, ტიმ დანკანი, მეჯიქ ჯონსონი და მაიკლ ჯორდანი.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ფინალშიც ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ოღონდ მაშინ "უორიორზმა" სერია 4:2 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს მხოლოდ მეფე ლებრონს შეუძლია.
mate
20 ივნისი 2016 21:16
0
ეს მხოლოდ ლებრონს შეუძლია, ჯორდანი პირველი იყო და პირველად რჩება, დღეს ჯეიმსი ნამდვილი მეფეა, იმ პიჟონს რომ მოუგო, მარტო ეგ რად ღირს
ბმბ
20 ივნისი 2016 15:52
0
სათაურში ცვლილებას შევიტანდი, კლივლენდს არა ეს მხოლოდ ლებრონს შეუძლია. ჯორდანის მერე პირველია! რა მესმეურებზეა საუბარი სამ თამაშში 105 ქულა დააგროვა კაცმა გადაიხია თქვენი მასხარა კარიც და ტომსონიც ;)) მარტომ თან ირვინგმა მარტო ერთ თამაშში გაუწია გირსეული პარტნიორობა დანარჩენი თამაშები მარტომ მოიგო
qartveli
20 ივნისი 2016 15:09
0
ბედნიერი ბრძანდებით,რადგან როგორც ვატყობ ,,ნბა,,-ს მესვეურები თქვენ თავიანთ საიდუმლოებს გიმხელენ და ანგარიშსაც გაბარებენ,თუ რა უნდათ მათ,ან რა არ უნდათ მათ))))
ჯეკო-ს
20 ივნისი 2016 14:13
0
უსამართლოდ მოპოვებული ჩემპიონობა, რადგან ნბა-ს მესვეურებს ასე უნდოდათ.
ჯეკო
20 ივნისი 2016 13:18
0
ყველა იმ ადამიანის მშურს ,ვინც ცოცხლად ,დარბაზში უყურებს ღვთაებრივი მოვლენის,ფაქტიურად ზე-ადამიანის,ლებრონ ჯეიმსის თამაშს!

თუნდაც მისი,ლებრონ ჯეიმსის ცოცხლად ყურებისთვის ღირდა ამ ცოდვილ დედამიწაზე დაბადება!
gia
20 ივნისი 2016 13:18
0
ასეა! :))))))))))))))))
ვეთანხმები ყველა(!) აქამდე დაბეჭდილ(!) კომენტარს -
20 ივნისი 2016 13:01
0
ალბად ბევრი ფიქრობდა,რომ როცა ანგარიში იყო 3-1 საქმე მორჩენილი იყო,მაგრამ ყველანი შეცდით ვინც ასე აზროვნებდით,მათ შორის მეც,რატომ? იმიტომ,რომ თუ ლებრონ ჯეიმს თამაში წაუვიდა,მისი გუნდი აუცილებლად იგებს მატჩს,ამ სერიაში 3-1-ზე მას სამ მატჩში არ წაუვიდა თამაში და რასაკვირველია მისი გუნდი დამარცხდა,ძნელი წარმოსადგენი იყო,რომ დარჩენილ 3 მატჩში მას სამივეში წასვლოდა თამაში,მაგრამ მე და თქვენც ერთი რამ არ გავითვალისწინეთ,ის ხომ დიდი ლებრონ ჯეიმსია და მას ყველაფერი შეუძლია,ის კალათბურთის მეფეა და მეფეები უმეტესად ყველაფერს აღწევენ,ბრავო ლებრონ თქვენ ხართ ლეგენდა სახელად ჯეიმსი.
roma
20 ივნისი 2016 12:43
0
ეკუთვნოდა მეფეს!!!
ბს
20 ივნისი 2016 12:43
0
კალათბურთის ნამდვილი და ერთადერთი მეფეა ლებრონი.კარიერის ბოლოს თუ არ დაამხობს,სიდიადით ნამდვილად გაუტოლდება ღმერთკაც მაიკლ ჯორდანს.ასეა ეს.
data tutasxia
20 ივნისი 2016 12:31
0

სიახლეები პოპულარული