კევინ დურანტი "ნიქსში"? შესაძლებელია

AutoSharing Option
"ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდმა კევინ დურანტმა დაადასტურა "ნიუ იორკთან" მოლაპარაკებები და არ გამორიცხა"ნიქსის" რიგებში გადასვლა. როგორც იცით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი პირველი ივლისიდან შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება.

"ცხადია, რომ "ნიქსს" ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. აქ თამაშობენ დერიკ როუზი, კარმელო ენტონი, კრისტაპს პორზინგისი, - აცხადებს დურანტი. - დაველაპარაკები ჩემს გუნდს და გადაწყვეტილებას მივიღებთ".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "ნიუ იორკმა" გაცვლის შედეგად, "ჩიკაგოდან" გამთამაშებელი დერიკ როუზი გადაიბირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული