ექს-ოკლაჰომელი რამდენიმე კლუბთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და საბოლოოდ, სტივენ კარის მხარდამხარ თამაში არჩია.
"ვწუხვარ, რომ ბევრს გავანაწყენებ ჩემი არჩევანის გამო, მაგრამ მჯერა - სწორად მოვიქეცი", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" "დურანტულამ".
ყველაზე მოსწრებულად დურანტის ამ გადაწყვეტილებაზე "ვაშინგტონის" ცენტრმა მარცინ გორტატმა თქვა: "ეს სიგიჟეა! კევინ დურანტი "გოლდენ სტეიტში"? ახლა, ისინი მატჩში 200 ქულას დააგროვებენ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი