კევინ დურანტი კარისთან წავიდა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი კევინ დურანტი "გოლდენ სტეიტში" გააგრძელებს კარიერას. 27 წლის ფორვარდმა "უორიორზთან" "1+1" სისტემით გააფორმა კონტრაქტი. ხელშეკრულების ღირებულება 54.3 მილიონ დოლარს შეადგენს.

ექს-ოკლაჰომელი რამდენიმე კლუბთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და საბოლოოდ, სტივენ კარის მხარდამხარ თამაში არჩია.

"ვწუხვარ, რომ ბევრს გავანაწყენებ ჩემი არჩევანის გამო, მაგრამ მჯერა - სწორად მოვიქეცი", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" "დურანტულამ".

ყველაზე მოსწრებულად დურანტის ამ გადაწყვეტილებაზე "ვაშინგტონის" ცენტრმა მარცინ გორტატმა თქვა: "ეს სიგიჟეა! კევინ დურანტი "გოლდენ სტეიტში"? ახლა, ისინი მატჩში 200 ქულას დააგროვებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამათ მგონი 80 თამაშის მოგება უნდათ რეგულარულში, ნამუსი არა აქვთ...ან სახელფასო ზღვარში როგორ ეტევიან, ვინ უნდა გაყიდონ?
murtalo
04:14 05-07-2016
0
ლებრონიი მაინც ტავის სიტყვას იტყვისს
aleko
09:00 05-07-2016
0

სიახლეები პოპულარული