- ყველასთვის ცხადია, რომ ფინანსური და ეკონომიური თვალსაზრისით, ლიგა ძალიან შეიცვალა. კალათბურთელები, რომლებიც 20-30 წლის წინ ვარსკვლავები იყვნენ, თქვენთან საუბრისას ფანებივით აღფრთოვანებულნი არიან ფულის იმ ნაკადით, რომელიც ამ დღეებში ლიგას დაატყდა თავს?
- გულახდილად გიპასუხებთ - ვერ ვივარაუდებდი მოვლენათა ამგვარ განვითარებას. გონებაშიც კი ვერ გავივლებდი ამას. მსგავსი ცვლილებები ძალიან მახარებს, რადგან ეს არის იმის
- როცა დღევანდელ თაობას უყურებთ, არ გიჩნდებათ აზრი იმის შესახებ, რამდენად გაუმართლათ ამ ბიჭებს ასეთი დიდი ხელფასების მიღებით?
- არა. მე ყოველთვის ასე ვამბობ: ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს. უბრალოდ, მისწრაფება უნდა გქონდეს - იყო საუკეთესო. ამით ყველა მხოლოდ მოგებული რჩება.
- ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღიარეთ: "მარწმუნებდნენ, რომ ჩემი კარიერა დაემთხვა კალათბურთის ისტორიაში უდიადეს ეპოქას, მაგრამ დღეს ამაში დარწმუნებული არ ვარ". რატომ შეგეპარათ ეჭვი?
- თითოეულ ჩვენთაგანს მიაჩნია საკუთარი კარიერის პერიოდი ლიგის ისტორიაში საუკეთესო ეპოქად. არ აქვს მნიშვნელობა, 60-იან, 70-იან თუ 80-ინ წლებში ვთამაშობდით. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ჩემს წლებში ლიგაში უფრო მეტი ვარსკვლავი იყო, ვიდრე ახლანდელ დროში. მაშინ, თითოეულ გუნდში მინიმუმ ერთი, ხანდახან ორი კალათბურთელი იყო, რომელთა სტატუსი შეიძლება ვარსკვლავურად მივიჩნიოთ. მიუხედავად ამისა, პირდაპირ ახლა ვერ ვიტყვი დარწმუნებით, რომ ჩვენი ერა სხვებზე უკეთესი იყო.
- როგორ ფიქრობთ, ადრე NBA-ში უფრო მეტი მაღალი კლასის უნივერსალი იყო?
- არ ვიცი. დღეს ლიგაში რამდენიმე ბიჭია, რომელთა დაკვირვება სიამოვნებას განიჭებს. დრეიმონდ გრინი - ერთ-ერთი მათგანია. საქმე ისაა, რომ ბიჭები, რომლებმაც "მიჩიგან სტეიტის" უნივერსიტეტის სკოლა გაიარეს, ერთნაირად კარგად იცავენ თავს და უტევენ მეტოქის კალათს. მათ შორისაა გრინიც. ზედმეტს არ იღებენ საკუთარ თავზე - ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე მეტად მომწონს.
თუ თქვენ სწორად აკეთებთ ყველაფერს - სწრაფად ათამაშებთ ბურთს, უნარიანად აყენებთ ბლოკებს, არიგებთ ბრწყინვალე გადაცემებს - შედეგი მალე იქნება. მე მშვიდად ვუყურებ სხვადასხვა ეპოქების შედარებას. რამდენი წელი გავიდა, მე კი ძველებურად მომწონს გუნდური კალათბურთი. მეჯიქ ჯონსონი იყო ყველაზე შთამბეჭდავი უნივერსალი. დღეს უფრო მეტად ჩანან ბიჭები, რომლებსაც სნაიპერული თვისებები აქვთ. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც კარგად იცავენ თავს და ხსნიან ბურთს. უნდა ვაღიარო, რომ დღევანდელი ვარსკვლავები ისეთივე კარგები არიან, როგორც ჩვენ ვიყავით თავის დროზე.
- მთელი ცხოვრება კალათბურთს მიუძღვენით. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რას გააკეთებდით დღეს თამაშის ხარისხის ასამაღლებლად?
- არ ვიცი რა გიპასუხოთ. ამის გაკეთება საკმაოდ რთულია, მაგრამ მუდმივად ვმუშაობთ ამაზე. ძალიან მწყვეტს გულს დღეს გამოკვეთილი ტენდენცია - გახშირებული ძალისმიერი შესვლები ფარქვეშ, რომელიც შეჯახებით და შემდეგ საჯარიმო სროლების სრულდება.
- არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან?
- დღეს, NBA-ში არის ბიჭების ჯგუფი, რომლებმაც ყველა აალაპარაკეს დაცვაში კარგი თამაშის უნარით. მინდა, რომ უახლოეს დროში მოწესრიგდეს მსაჯობა. და აქ საქმე არა იმდენად მსაჯებში, არამედ წესებშია, რომელიც პრიორიტეტს თავდასხმას ანიჭებს. უმეტეს წილად, სწორედ ამიტომ არის ლიგაში ამდენი კალათბურთელი, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია ძალისმიერ შესვლებზე. ჩემი ღრმა რწმენით, ამის კალათბურთი შორს არის იმ თამაშიდან, რაც უნდა იყოს სინამდვილეში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"