"აი ისიც, ჩემი ბოლო სეზონი. დროა, კალათბურთიდან რაიმე სხვა საქმეზე გადავიდე. ისევე როგორც ყველა რთული გადაწყვეტილების მიღებისას, საჭიროა საკუთარ თავთან განმარტოვება. კარიერის დასრულება გადავწყვიტე, თუმცა, მანამდე, ბოლო მოგზაურობა მელოდება. კიდევ ერთი სეზონი, კიდევ ერთი შანსი.
იმ ქალაქში, სადაც გავიზარდე, "კლიპერსთან" ერთად, შესანიშნავი შესაძლებლობა მაქვს. ჩვენ "მშივრები" ვართ და ჩემპიონატის მოგება გვინდა. NBA-ში გატარებული 18 წლის შემდეგ, ჩემთვის რთული დასაჯერებელია, რომ თითოეული არენაზე
პოლ პირსი - "ბოსტონ სელტიქსის" ლეგენდაა. ის მეორეა ამ გუნდის ისტორიაში დაგროვილი ქულების მიხედვით - 24021 ქულა 1102 მატჩში. "კელტებთან" ერთად, ფორვარდი 2008 წელს NBA-ის ჩემპიონი გახდა და ფინალური სერიის MVP-ის ტიტული დაისაკუთრა.
პირსს ცხრაჯერ უთამაშია "ყველა ვარსკვლავის მატჩში" და ოთხჯერ მოხვდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში.
კრის ბოშისთვის "მაიამი" დასრულდა
"მაიამი ჰიტის" პრეზიდენტმა პეტ რაილიმ განაცხადა, რომ კლუბის მძიმე ფორვარდი კრის ბოში, სავარაუდოდ, აღარ გააგრძელებს კარიერას ფლორიდულ გუნდში."დიდი ალბათობით, მისი კარიერა "მაიამიში" დასრულებულია", - მოჰყავს რაილის სიტყვები Miami Herald-ს.
პრეზიდენტის თქმით, კლუბი ცდილობდა ბოშთან დაკავშირებას, მაგრამ მისგან პასუხი ვერ მიიღო. ბოში ორწლიანი პაუზის შემდეგ ლამობდა მოედანზე დაბრუნებას, თუმცა "ჰიტის" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ფორვარდს მოუწევს კარიერის დასრულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
მო აღარ ითამაშებს
გამთამაშებელმა მო უილიამსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ 33 წლის კალათბურთელის აგენტმა "კლივლენდ კავალიერზის" გენერალურ მენეჯერს დევიდ გრიფინს აცნობა. ბოლო სეზონი უილიამსმა სწორედ "კლივლენდის" რიგებში ჩაატარა.მოს ანგარიშზე 13 სეზონია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ბოლო სეზონში მან საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა. "კლივლენდის" გარდა, მცველი "იუტას", "მილუოკის", "კლიპერსის", "პორტლენდის", "მინესოტას" და "შარლოტის" ღირსებას იცავდა.
უილიამსის საშუალო კარიერული მონაგარია - 13.2 ქულა, 4.9 შედეგიანი პასი და 2.8 მოხსნა.
როუზის საქმე ცუდადაა
ლოს ანჯელესის პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ "ნიუ იორკ ნიქსის" გამთამაშებლის დერიკ როუზის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.როუზს ადანაშაულებენ იმაში, რომ ჯგუფური გაუპატიურების მონაწილე იყო. 30 წლის ქალი ამტკიცებს, რომ ყოფილმა MVP-მ და მისმა ორმა მეგობარმა 2013 წელს გააუპატიურეს, როცა ის ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.
ადრე როუზის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ დაზარალებულმა მხოლოდ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა, რათა კალათბურთელისგან ფული მიეღო, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე როუზს დიდ უსიამოვნებას უქადის. სასამართლო პროცესი 4 ოქტომბერს არის დანიშნული. თუ საქმე არ დაიხურება, კალათბურთელს, სავარაუდოდ, წინასასეზონო მატჩების გამოტოვება მოუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"