სტეფ კარი "მეომრებში" დარჩება

AutoSharing Option
ბოლო ორი სეზონის საუკეთესო საუკეთესო მოთამაშე, "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი სტეფ კარი თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს.

ESPN-ის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტის" "მედია დღის" დროს, კარის დაუსვეს კითხვა - აპირებს თუ არა მომავალ ზაფხულს "უორიორზთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას. ამაზე სტეფმა უყოყმანოდ უპასუხა: "დიახ, დიახ".

აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის ზაფხულში, სტივენ კარი შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება და შესაძლებლობა ექნება - ნებისმიერ კლუბთან გააფორმოს ხელშეკრულება. დღევანდელი კონტრაქტის მიხედვით, კარი მომავალ სეზონში "მხოლოდ" 12 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ხელფასის ოდენობით, სტეფი თავის გუნდში მხოლოდ მეოთხე
ადგილზეა. მასზე მეტ თანხას "გოლდენ სტეიტში" იღებენ - კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი და კლეი ტომპსონი.

ამ ზაფხულს, "გოლდენ სტეიტს" ჰქონდა კარისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზების შესაძლებლობა, რომლითაც მცველი იმ თანხას მიიღებდა, რასაც რეალურად იმსახურებს. მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი კევინ დურანტის გაფორმებაზე გააკეთა. ამის გამო, პრესაში ვრცელდებოდა ჭორი, რომ კარი შეიძლებოდა განაწყენებულიყო კლუბის მენეჯმენტზე და დაეტოვებინა "გოლდენ სტეიტი" წლევანდელი სეზონის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰჰჰ, ნეტა ეგეთი მოთამაშე ჩვენ გვყადეს და თუ გინდა სულ სტიოპა უძახონ
Guga
11:16 30-09-2016
0
Steve Kerr მწვრთნელი Stephen Curry კალათბურთელი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული