დეირკ როუზი მოძალადე არ ყოფილა

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსის" გამთამაშებელი დერიკ როუზი გაამართლეს გაუპატიურების გახმაურებულ საქმეში. ნაფიცმა მსაჯულებმა აღიარეს, რომ როუზი და მასთან ერთად ბრალდებული ორი მეგობარი ყველა პუნქტში უდანაშაულონი არიან.

შეგახსენებთ, რომ როუზის ყოფილმა შეყვარებულმა კალათბურთელსა და მის ორ მეგობარს სასამართლოში უჩივლა ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით და ნიუიორკელისგან 21.5 მილიონი დოლარი მოითხოვა. თავის მხრივ, როუზი ყველა ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ სექსუალური კონტაქტი მასსა და გოგონას შორის, ორმხრივი შეთანხმებით მოხდა.

საბოლოოდ, მსაჯულთა ჟიური იმ აზრამდე მივიდა, რომ "ნიუ იორკის" კალათბურთელი უდანაშაულოა, ხოლო გოგონამ გადაწყვიტა იოლად ეშოვნა
დიდი ფული.

* * *
"ნიუ იორკ ნიქსის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გამოიყენოს ლატვიელი მძიმე ფორვარდის კრისტაპს პორზინგისის კონტრაქტში არსებული პუნქტი და გაახანგრძლივოს მასთან კონტრაქტი 2017-18 წლების სეზონის ბოლომდე. ბოლო სეზონში ბალტიისპირელი 4.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

დამდეგი სეზონი მეორე იქნება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პორზინგისისთვის. სადებიუტო წელს, 21 წლის კალათბურთელმა 72 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 14.3 ქულა და 7.3 მოხსნა დააგროვა. მან მეორე ადგილი დაიკავა სეზონის საუკეთესო დებიუტანტის გამოსავლენ გამოკითხვაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული