NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მეექვსე XXI საუკუნეში

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის მეორე დღის გმირი აღმოჩნდა "ნიუ ორლეანის" მძიმე ფორვარდი ენტონი დევისი. მის ანგარიშზე "დენვერის" წინააღმდეგ მატჩში 50 (!!!) ქულა მოდის.

ბოლო მოთამაშე, ვინც სეზონის პირველ მატჩში მინიმუმ 50 ქულა დააგროვა, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი იყო (54 ქულა 1989 წელს). მანვე იგივე შეძლო 1986 წელს (50 ქულა). უფრო ადრე, ჩემპიონატის პირველ მატჩში მინიმუმ 50 ქულა მიითვალეს - უილტ ჩემბერლენმა (56 ქულა 1962 წელს) და ელჯინ ბეილორმა (52 ქულა 1959 წელს).

* * *
50 ქულის გარდა, დევისმა გუშინ 16 მოხსნა, 5
შედეგიანი პასი, 7 ჩაჭრა და 4 დაფარება დააგროვა. ის გახდა ისტორიაში პირველი მოთამაშე, ვინც ერთ მატჩში ასეთი სტატისტიკა შეაგროვა. ასევე პირველი კალათბურთელია დევისი ასეთი სტატისტიკური ხაზით - 45+15+5+5.

* * *
როგორც ESPN წერს, ენტონი დევისმა "დენვერის" წინააღმდეგ, მეექვსე საუკეთესო პერფორმანსი აჩვენა XXI საუკუნეში. ტელეკომპანიას მოთამაშეთა შეფასების საკუთარი სისტემა აქვს. 2000 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ოთხ კალათბურთელს ჰქონდა უფრო მაღალი შეფასება,. ვიდრე დევისს გუშინდელი გამოსვლისთვის.

კობი ბრაიანტი "ტორონტოს" წინააღმდეგ. 22.01.2006
81+6+2+3+1, 28-46 თამაშიდან, 7/13 სამქულიანი, 18/20 საჯარიმო
ESPN: 112.1

კობი ბრაიანტი "პორტლენდის" წინააღმდეგ. 16.03.2007
65+7+3+3+0, 23-39 თამაშიდან, 8/12 სამქულიანი, 11/12 საჯარიმო
ESPN: 94.0

კარმელო ენტონი "შარლოტის" წინააღმდეგ, 24.01.2014
62+13+0+0+0, 23/35 თამაშიდან, 6/11 სამქულიანი, 10/10 საჯარიმო
ESPN: 93.9

ამარე სტაუდმაიერი "ინდიანას" წინააღმდეგ, 05.11.2008
49+11+6+5+2, 17/21 თამაშიდან, 0/2 სამქულიანი, 15/15 საჯარიმო
ESPN: 91.0

ლებრონ ჯეიმსი "შარლოტის" წინააღმდეგ, 03.03.2014
61+7+4+0+0, 22/33 თამაშიდან, 8/10 სამქულიანი, 9/12 საჯარიმო
ESPN: 90.7

ენტონი დევისი "დენვერის" წინააღმდეგ
50+16+7+5+4.
ESPN: 90.1

ორლანდო-მაიამი 96:108
27:23, 26:27, 16:30, 27:28
ო: ფურნიე (20), ვუჩევიჩი (17+14 მოხსნა), პეიტონი (16), იბაკა (14+7 მოხსნა), გორდონი (12+8 მოხსნა).
მ: უაიტსაიდი (18+14 მოხსნა+4 დაფარება), დრაგიჩი (16+6 პასი), უინსლოუ (15+8 მოხსნა), ჯონსონი (15), ჯ. ჯონსონი (11+6 პასი), რიდი (10).

ინდიანა-დალასი 130:121 (ო)
33:21, 26:31, 35:33, 21:30, 15:6
ი: ტერნერი (30+16 მოხსნა+4 დაფარება), ჯორჯი (25+8 მოხსნა+6 პასი), ტიგი (20+8 პასი), ელისი (19+7 მოხსნა+7 პასი), იანგი (11).
დ: უილიამსი (25+7 პასი), ნოვიცკი (22+8 მოხსნა), ბარეა (22+6 პასი), ბარნსი (19+9 მოხსნა), მეტიუზი (13).

ბოსტონი-ბრუკლინი 122:117
33:31, 31:27, 33:23, 25:36
ბოს: ტომასი (25+9 პასი), კრაუდერი (21), ბრედლი (17+9 მოხსნა), ზელერი (13), ჰორფორდი (11+4 დაფარება).
ბრუ: ბოგდანოვიჩი (21), ჰემილტონი (19+10 მოხსნა), ლინი (18), ჰარისი (16), კილპატრიკი (13).

ტორონტო-დეტროიტი 109:91
33:23, 25:23, 28:25, 23:20
ტ: დეროზანი (40), ვალანჩუნასი (32+11 მოხსნა), ლოური (10+8 პასი).
დ: ჰარისი (22), მორისი (17+9 მოხსნა), დრამონდი (16).

მილუოკი-შარლოტი 96:107
24:32, 17:24, 25:27, 30:24
მ: ანტენტოკუნმპო (31+9 მოხსნა), მონრო (14+10 მოხსნა), პარკერი (13), დელავედოვა (11).
შ: კიდ-გილკრისტი (23+14 მოხსნა), უოკერი (17+8 პასი), ჰიბერტი (15+9 მოხსნა+5 დაფარება), ზელერი (15), მარვ. უილიამსი (13+10 მოხსნა).

მემფისი-მინესოტა 102:98
29:32, 21:27, 26:16, 26:23
მემ: კონლი (24), რენდოლფი (19+11 მოხსნა), მ. გასოლი (18+4 დაფარება), ენისი (15), გრინი (12+7 მოხსნა).
მინ: უიგინსი (25+7 მოხსნა), თაუნსი (21), ლავინი (19), ჯენგი (12+14 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-დენვერი 102:107
24:30, 24:30, 29:25, 25:22
ნ-ო: დევისი (50+16 მოხსნა+5 პასი+7 ჩაჭრა+4 დაფარება), ფრეიზერი (15+11 პასი), მური (10).
დ: ნურკიჩი (23+9 მოხსნა), ბარტონი (22), გალინარი (15), ჩენდლერი (12+7 მოხსნა), მუდიაი (11+7 მოხსნა), ფარიდი (9+14 მოხსნა).

ფილადელფია-ოკლაჰომა 97:103
24:23, 27:28, 24:18, 22:34
ფ: ემბიდი (20+7 მოხსნა), სტაუსკასი (13), როდრიგესი (12+9 პასი), კოვინგტონი (10), გრანტი (10).
ო: უესტბრუკი (32+12 მოხსნა+9 პასი), კანტერი (17+12 მოხსნა), ადამსი (16), ოლადიპო (10), ილიასოვა (10).

ფინიქსი-საკრამენტო 94:113
19:30, 19:27, 29:27, 27:29
ფ: ბუკერი (18), ბლედსოუ (16), უორენი (14), ბენდერი (10), ჩენდლერი (8+10 მოხსნა).
ს: კაზინსი (24), გეი (22+4 დაფარება), ბარნსი (14+7 მოხსნა), ტემპი (12).

ლეიკერსი-ჰიუსტონი 120:114
38:38, 25:33, 27:25, 30:18
ლ: კლარკსონი (25), რასელი (20), რენდლი (18+7 მოხსნა), მოზგოვი (12+8 მოხსნა), ლუ უილიამსი (12).
ჰ: ჰარდენი (34+8 მოხსნა+17 პასი), გორდონი (19), კაპელა (16+8 მოხსნა), ანდერსონი (14), მაკდენიელსი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული