NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონ ჯეიმსი TOP10-შია

AutoSharing Option
მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა გუშინ, რეგულარულ სეზონის მორიგ სათამაშო დღეს. "ფილადელფიასთან" შეხვედრაში, "კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ბომბარდირთა სიის პირველ ათეულში შეაღწია.

ლებრონმა გაუსწრო მეათე ადგილზე მყოფ ჰაკიმ ოლაჟუონს, რომელმაც კარიერა 26 946 ქულით დაასრულა. ჯეიმსის კარიერული მონაგარი 26 970 ქულა (27.2 საშუალოდ მატჩში) გახდა. "კლივლენდის" ვარსკვლავმა 31 წლისა და 311 დღის ასაკში შეაღწია ტოპ-ათეულში. ქულათა ასეთი რაოდენობა უფრო ადრეულ ასაკში არც ერთ კალათბურთელს არ მოუპოვებია.

თუ ტრავმა არ შეუშლის ხელს, ამ სეზონში ლებრონი აუცილებლად გადავა მერვე
ადგილზე, რადგან მასზე ზემოთ მყოფ ორ კალათბურთელს - ელვინ ჰეიესსა (27 313) და მოზეს მელოუნს (27 409) ბევრით არ ჩამორჩება. მეშვიდე ადგილზეა შაკილ ო'ნილი, რომლის კარიერული მონაგარი 28 596 ქულაა. იმისთვის, რომ შაკს ამ სეზონშივე დაეწიოს, ჯეიმსს კარიერაში საუკეთესო სეზონის ჩატარება მოუწევს.

ცნობისთვის, NBA-ის ყველა დროის ბომბარდირთა პირველ ათეულში კიდევ ერთი მოქმედი კალათბურთელია - "დალასის" ფორვარდი დირკ ნოვიცკი. ის სიაში მეექვსე ადგილეა 29 522 ქულით, ტოპ-ხუთეული კი ასე გამოიყურება:

1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 38 387
2. კარლ მელოუნი - 36928
3. კობი ბრაიანტი - 33 643
4. მაიკლ ჯორდანი - 32 292
5. უილტ ჩემბერლენი - 31 419

სხვათა შორის, სტატისტიკოსებმა გამოითვალეს - თუ ლებრონი ამგვარი შედეგიანობით გააგრძელებს კარიერას, 2021-22 წლების სეზონში, 37 წლის ასაკში გახდება ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

ოკლაჰომა-მინესოტა 112:92
32:25, 27:28, 31:19, 22:20
ო: უესტბრუკი (28+8 პასი), კანტერი (20+10 მოხსნა), ადამსი (14+8 მოხსნა), ოლადიპო (12), კრისტონი (10).
მ: თაუნსი (33), მუჰამადი (15).

ფილადელფია-კლივლენდი 101:102
19:34, 27:23, 34:25, 21:20
ფ: ემბიდი (22+4 დაფარება), ილიასოვა (21), ოკაფორი (14), ჰენდერსონი (11), როდრიგესი (7+11 პასი).
კ: ჯეიმსი (25+8 მოხსნა+14 პასი), ლავი (20+11 მოხსნა), ფრაი (12), სმიტი (11), ტომპსონი (7+13 მოხსნა).

ორლანდო-ვაშინგტონი 88:86
20:24, 20:26, 21:20, 27:16
ო: გრინი (18), ფურნიე (13), იბაკა (11+7 მოხსნა), ბიიომბო (9+12 მოხსნა).
ვ: მორისი (18+8 მოხსნა), ბილი (15), პორტერი (10+13 მოხსნა), გორტატი (8+14 მოხსნა).

დეტროიტი-დენვერი 103:86
29:12, 22:32, 26:23, 26:19
დეტ: დრამონდი (19+20 მოხსნა), მორისი (15), ლოუერი (15), კოლდუელ-პოუპი (13), ჯონსონი (12), სმიტი (11+8 პასი).
დენ: ჩენდლერი (21+9 მოხსნა), გალინარი (16), ნურკიჩი (10+12 მოხსნა).

ინდიანა-ჩიკაგო 111:94
31:15, 31:28, 26:21, 23:30
ი: ტიგი (21+6 პასი), მაილზი (20), ტერნერი (16+4 დაფარება), ჯორჯი (13+7 მოხსნა), იანგი (12).
ჩ: ბატლერი (16), პორტისი (16), მაკდერმოტი (12), ლოპესი (12+7 მოხსნა), გიბსონი (9+12 მოხსნა).

ატლანტა-ჰიუსტონი 112:97
30:30, 35:29, 28:25, 19:13
ა: მილსეპი (23+11 მოხსნა+5 ჩაჭრა), ბეიზმორი (20), ჰოვარდი (20+14 მოხსნა), შრიოდერი (17+12 პასი), კორვერი (10).
ჰ: ჰარდენი (30+9 მოხსნა+12 პასი), მაკდენიელსი (13), ანდერსონი (12), კაპელა (12+10 მოხსნა), არიზა (10).

მილუოკი-საკრამენტო 117:91
34:24, 27:24, 29:15, 27:28
მ: ტელეტოვიჩი (22), პარკერი (19), ანტენტოკუნმპო (17+8 მოხსნა+8 პასი), ვონი (14), დელავედოვა (10), ბიზლი (10).
ს: ტემპლი (19), კაზინსი (15).

სან ანტონიო-კლიპერსი 92:116
24:39, 31:34, 17:16, 20:27
ს-ა: ოლდრიჯი (19), ლენარდი (14), პ. გასოლი (11), ლაპროვიტოლა (11).
კ: გრიფინი (28), კროუფორდი (16), სპეიტსი (15+8 მოხსნა), რედიკი (14), მბა ა მუტე (13), პოლი (9+8 მოხსნა+10 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Magaria magram aramgonia pirveli gaxdes 90-10 mis sacinaaymdegod magram tu shedzlo jordans sheecileba yvela drois sauketesos titulshi.
kaxa
03:40 07-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული